აჭარაში ტურისტების რაოდენობა იზრდება

© photo: Sputnik / Бесик Пипияბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში აჭარაში თითქმის 123 ათასი ტურისტი იმყოფებოდა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. აჭარაში 2016 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ჩასული ტურისტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18,5%-ით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში რეგიონში იმყოფებოდა 122 268 ტურისტი, მათ შორის — 79 431 უცხოელი, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

S7 - Sputnik საქართველო
რუსების ინტერესი საქართველოს მიმართ იზრდება

მხოლოდ მაისში აჭარას 44 567 ტურისტი ეწვია, მათ შორის 28 884 — უცხოელი, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18,7%-ით მეტია.

სტატისტიკური მონაცემები რეგიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტებიდან (სასტუმროები, ჰოსტელები) შემოსულ ინფორმაციას ეყრდნობა.

მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემებით, აჭარაში თვითმფრინავით 42 268 მგზავრი ჩაფრინდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემს 74,3%-ით აჭარბებს.

იმ ტურისტების რაოდენობით, რომლებიც საჰაერო ტრანსპორტით სარგებლობენ, ლიდერობენ ისრაელი, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი და ლიტვა.

ყველა ახალი ამბავი
0