რუსების ინტერესი საქართველოს მიმართ იზრდება

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიS7
S7 - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი ტურისტები სულ უფრო ხშირად სტუმრობენ საქართველოს, ამას ავიაგადაზიდვების სტატისტიკა მოწმობს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. 2016 წლის პირველ ნახევარში გასული წლის იანვარ-ივნისთან შედარებით  საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განხორციელების კუთხით 56%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ძირითადად განპირობებულია რუსი ტურისტების ინტერესის ზრდით საქართველოს მიმართ.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც რუსეთ-საქართველოს შორის რეისებს ახორციელებენ, გადაყვანილ იქნა 202 000 მგზავრი. 2015 წლის იანვარ-ივნისში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 129,7 ათასზე მეტი შეადგინა.

სულ საქართველოში 2016 წლის პირველ ნახევარში ავიაკომპანიების რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ დაახლოებით 1,1 მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,3%-ით მეტია, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

ტურისტები - Sputnik საქართველო
წლის დასაწყისიდან საქართველოს რუსეთიდან დაახლოებით 400 ათასი ადამიანი ეწვია

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს რუსი ტურისტების ქვეყანაში მოზიდვის კუთხით.

ვიზიტორთა რაოდენობი მიხედვით რუსეთი მეოთხე ადგილს იკავებს. წლის დასაწყისიდან საქართველოს 397 ათასი რუსი ტურისრი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,6%-ით მეტია. ბოლო სამი თვის მანძილზე ქართულ ავიაბაზარზე მოღვაწე რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით რამოდენიმე ახალი რეისი გახსნეს. 

კერძოდ, "Уральские авиалинии" მაისიდან სანქტ-პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების კვირაში ორჯერ შესრულება დაიწყო-ორშაბათსა და პარასკევს. ივნისიდან ორშაბათობით რეისი სამარა-ბათუმი შესრულდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად დასახელდა

გარდა ამისა, "Уральские авиалинии" აპრილში პირველი რეისი ეკატერინბურგი-ბათუმი შეასრულა. ეკატერინბურგის მიმართულებით პირდაპირი რეისები ხუთშაბათსა და პარასკევს სრულდება.

ამჟამად რუსეთ-საქართველოს შორის ავიარეისებს ასრულებს ოთხი რუსული  - S7 Airlines, "Аэрофлот" და "Уральские авиалинии",და ორი ქართული ავიაკომპანია — Airzena — Georgian Airways

ყველა ახალი ამბავი
0