წლის დასაწყისიდან საქართველოს რუსეთიდან დაახლოებით 400 ათასი ადამიანი ეწვია

© photo: Sputnik / Levan Avlabreliტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 2 636 313 ადამიანი იყო.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. წლის დასაწყისიდან საქართველოს რუსეთიდან 397 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია, განუცხადა ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

ბოლო ექვს თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა 2 636 313 ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 12,9%-ით აჭარბებს. აქედან ტურისტების რაოდენობამ 1 011 680 ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 18,1%-ით მეტია.

სასტუმრო ციხისძირი - Sputnik საქართველო
აჭარა რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის 10-20%-ით ზრდას ვარაუდობს

ჩოგოვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ვიზიტორთა შორის ლიდერები კვლავ მეზობელი ქვეყნები არიან. პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი — 686 102 ადამიანი (ზრდა 18,1%), მას მოსდევენ თურქეთი — 629 754 ადამიანი (ზრდა 4%), სომხეთი — 552 806 (1,4%), რუსეთი — 397 075 (15,6%) და უკრაინა — 69 912 (26,3%).

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორებს, ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა ლატვიიდან (29%), იტალიიდან (20%) და საფრანგეთიდან (12%).

ამავე პერიოდში განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ირანიდან (400%), ინდოეთიდან (340%), ფილიპინებიდან (208%), ისრაელიდან (95%), ჩინეთიდან (57%) და უზბეკეთიდან (31%).

ტურისტებისა და ვიზიტორების რიცხვი, რომლებიც საქართველოში 24 საათით და მეტი ხნით ჩამოვიდნენ, 228 866 ადამიანს შეადგენს (+15,8%).

2016 წლის ივნისში საქართველოს 517 038 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4,1%-ით მეტია.

ჩოგოვაძემ ასევე განაცხადა, რომ ივნისის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა — 115 277 ადამიანი (+1,9%), შემდეგ მოდიან სომხეთი — 107 463 (-3,9%), თურქეთი — 105 683 (-7,2%), რუსეთი — 93 397 (+4,4%) და უკრაინა — 16 746 (+35,3%).

ტურისტები - Sputnik საქართველო
საქართველოში ტურისტებისა და ვიზიტორების ახალი რეკორდი დაფიქსირდა

ევროკავშირის ქვეყნებიდან ივნისში გამოირჩეოდნენ ჩეხეთი (ზრდა 66%), ლიტვა (+33%), ბულგარეთი (+25%), გერმანია (+20%), საფრანგეთი (+19%), ლატვია (+18%).

შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2015 წელს 1,94 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 149 მილიონით მეტია (ზრდა +8,3%).

ჩოგოვაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან 354,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (ზრდა +15,7%). ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2015 წლის მონაცემებით, 6,7%-ს შეადგენს (ზრდა +16,25%).
2016 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის წილი მშპ-ში 6,8%-ს შეადგენს (ზრდა +11,5%).

ყველა ახალი ამბავი
0