თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებისა და ვიზიტორების მაჩვენებლის მიხედვით, ახალი რეკორდი დამყარდა. ბოლო ხუთ თვეში ჩვენს ქვეყანას 2 მლნ 119 ათას 275 ადამიანი ეწვია, რაც 15.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, განუცხადა ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის მხრივ ქვეყნები შემდეგი თანმიმდევრობითაა განაწილებული:
• აზერბაიჯანი — 570 ათას 825 ვიზიტორი (ზრდა 22%)
• თურქეთი — 524 ათას 71 კაცი (ზრდა 6.6%)
• სომხეთი — 445 ათას 343 კაცი (ზრდა 2.8%)
• რუსეთი — 303 ათას 678 ვიზიტორი (ზრდა 19,6%)
• უკრაინა — 53 ათას 166 სტუმარი (ზრდა 23.8%).
ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის საანგარიშო პერიოდში საქართველო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა:
• ლატვიაში — 35%
• იტალიაში — 22%
• პოლონეთში — 15%
• საფრანგეთში — 10%.
იანვარ–მაისში საქართველოში ტურისტთა ნაკადების განსაკუთრებული ზრდა შეინიშნებოდა:
• ინდოეთიდან — 335%
• ომანიდან — 329%
• ისრაელიდან — 113%
• არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან — 69%)
• ბელარუსიდან — 46%
• უზბეკეთიდან — 415%
• ყაზახეთიდან — 25%
• მოლდოვიდან — 22%.
„2015 წლის დასაწყისში ჩვენ ახალი გეგმა შევიმუშავეთ, რომელიც, როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისე მის შიგნით აქტიური ღონისძიებების ჩატარებას გულისხმობდა. ჩვენ მივაღწიეთ ტენდენციას, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტურისტებისა და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. ახლა ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წელი რეკორდული იქნება ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობის მხრივ“, — განაცხადა ჩოგოვაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2015 წელს ტურიზმის სფეროდან 1.94 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 8.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.