აჭარაში ტურისტული ბუმია მოსალოდნელი

© ge.rsp.travelბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ზღვისპირეთში ტურიზმის სფეროში სერვისის ხარისხის ამაღლება, ასევე რაციონალური ფასების დადგენაა საჭირო, მიიჩნევს ექსპერტი.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. აჭარას წელს ტურისტული ბუმი ელოდება, ირწმუნება „საერთაშორისო ინვესტორების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ოსმან ჩალიშკანი (მჟავანაძე). 

თუმცა, ამასთან ერთად მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ აჭარა ტურისტების ასეთი ნაკადისთვის მზად არის.

„წელს ორი საშიშროებაა — ცუდი ხარისხის სერვისი და ფასების სამმაგი ზრდა. თუ ყველაფერი ასე იქნება, მომავალ წელს ტურისტები აღარ ჩამოვლენ და სხვა მიმართულებებს აირჩევენ“, — განაცხადა ჩალიშკანმა, იუწყება ქართული პორტალი Geomigrant

სიონი - Sputnik საქართველო
საქართველოს ტურისტების მოზიდვის გეგმა აქვს

წელს რუსეთიდან ტურისტების განსაკუთრებული ზრდააა მოსალოდნელი. ეს დონე რომ მომავალ წელსაც შენარჩუნდეს, ქართული ტურისტული ბიზნესი ფასების რადიკალურ ზრდაზე არ უნდა წავიდეს, აღნიშნა მან.

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიზარდოს ფასები სამჯერ. მესმის აჭარის მოსახლეობის მოტივაცია, სადაც სეზონი, ფაქტობრივად, ორ თვეს გრძელდება, ხოლო დანარჩენი ათი თვე ოჯახის შემოსავალი ამ პერიოდზეა დამოკიდებული. მაგრამ თუ ძალიან დიდი ფასები იქნება, მომავალ წელს აღარავინ ჩამოვა“, — განაცხადა ბიზნესმენმა.

გარდა ამისა, საქართველოში კვალიფიცირებული კადრებისა და ხარისხიანი მომსახურების სერიოზული პრობლემებია, მიიჩნევს ჩალიშკანი. 

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო ტურისტებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება

ტურიზმის სექტორი ფასებთან დამოკიდებულებაში ძალზე ფრთხილი უნდა იყოს, რადგან საქართველოს მეზობლად კონკურენტი ქვეყნებია, განაცხადა ცოტა ხნის წინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

2015 წელს საქართველოს 5 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი ეწვია.

საქართველოს შემოსავლებმა ტურიზმიდან 2015 წელს 1,9 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებზე 148 მილიონით მეტია.


ყველა ახალი ამბავი
0