საქართველოს ტურისტების მოზიდვის გეგმა აქვს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსიონი
სიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დარწმუნებული არიან, რომ საერთაშორისო გამოფენები საქართველოს პოპულარიზაციასა და შიდა ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული სტრატეგია უცხოელი სტუმრების 5,9-დან 11 მილიონამდე გაზრდის საშუალებას იძლევა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქუმსიშვილმა ხუთშაბათს „აბრეშუმის გზის“ ქვეყნების მე-18 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Caucasus Tourism Fair CTF 2016 გახსნა.

„ჩვენთვის ტურიზმის განვითარება ძალზე მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია, რომლის თანახმად, ჩვენ ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობა 5 900 ათასიდან 11 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, თითოეული ასეთი გამოფენა ჩვენი მიზნის მიღწევას უწყობს ხელს“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.

საერთაშორისო გამოფენა საქართველოს პოპულარიზაციისა და შიდა ტურიზმის განვითარების კარგი შესაძლებლობაა, აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

გამოფენის Caucasus Tourism Fair CTF სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, წინასწარ დაგეგმონ საკუთარი დასვენება, კვალიფიციური დახმარება მიიღონ ადგილზე და სხვადასხვა ტურისტული პაკეტი ექსკლუზიურ ფასად შეიძინონ.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო ტურისტებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება

წელს, ტრადიციული ღონისძიებების პარალელურად, უკვე მეორედ იქნება რეალიზებული ახალი წარმატებული იდეა — ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალი.

გამოფენა თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო–ჯორჯიაში“ მიმდინარეობს. ღონისძიებაში მონაწილეობს დაახლოებით 100 კომპანია საქართველოდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, ინდონეზიიდან, ტაილანდიდან და ესტონეთიდან. ისინი ტურისტული კომპანიებისა და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები არიან.

გამოფენა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0