რეციდივისტები რუსთავში იარაღითა და ნიღბებით გადაადგილდებოდნენ

გამოწერა
პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ გააჩერა ავტომობილი, რომელშიც ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ ქალაქ რუსთავში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი დააკავა, რომელთაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდათ იარაღი, საბრძოლო მასალა და ნიღბები, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იარაღი - Sputnik საქართველო
პოლიციამ ბინიდან იარაღის არსენალი ამოიღო

ეჭვმიტანილები მაშინ გააჩერეს, როდესაც ისინი კონსტიტუციის ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ. მათ აღმოაჩნდათ „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი მჭიდითა და ოთხი საბრძოლო ვაზნით, ასევე გადაჭრილი სანადირო თოფი, ორი ვაზნა, ნიღბები და ხელთათმანები.

პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იმოქმედა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება“, რაც ისჯება სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0