ნალბანდიანი: ერევანი ყოველთვის მზადაა მთიანი ყარაბაღის პრობლემების განსახილველად

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsედვარდ ნალბანდიანი
ედვარდ ნალბანდიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომეხი მინისტრის თქმით, ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული შეთანხმება მსგავს შეხვედრაზე არ არსებობს.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ერევანი ყოველთვის მზადაა მონაწილეობა მიიღოს შეხვედრებში, რომლებზეც მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული პრობლემები განიხილება, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
ალიევმა მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვა წარმოადგინა

თუმცა, სომეხი მინისტრის თქმით, ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული შეთანხმება მსგავს შეხვედრაზე არ არსებობს. 

„ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული შეთანხმება რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე არ არსებობს… ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეხვედრებისთვის მზად ვართ. თუ შეხვედრები არ იმართება, ეს ჩვენი ბრალი არ არის“, — განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მიუნხენის უშიშროების კონფერენციაზე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, რა დროსაც გადაწყდა, რომ მხარეები სამშვიდობო პროცესის გასაღრმავებლად ძალისხმევას გააძლიერებენ.   

„სწორედ ამ მიზნით თანათავმჯდომარეები უახლოეს დღეეებში რეგიონის მონახულებას აპირებენ“, — აღნიშნა ნალბანდიანმა.

ყარაბაღის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1988 წელს მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი აზერბაიჯანს გამოეყო და 1991 წელს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0