ალიევმა მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვა წარმოადგინა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანი, კომპრომისული ვარიანტის სახით, მთიანი ყარაბაღისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებისთვის მზად არის.

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მიმდებარე ტერიტორიების გათავისუფლება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად აუცილებელია, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „Sputnik აზერბაიჯანთან“ ინტერვიუში.

„გააზრებული კომპრომისი შესაძლებელია: მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თვითმმართველობა, აზერბაიჯანის მხრიდან სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელება და, რაც მთავარია, მშვიდობიანი ურთიერთქმედება ორ ხალხს შორის. მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მიმდებარე ტერიტორიების გათავისუფლება – აი, ასე ვხედავთ ჩვენ კონფლიქტის დარეგულირების საკითხს“, — განაცხადა ალიევმა სააგენტო „როსია სეგოდნიას“ დირექტორთან დმიტრი კისელიოვთან ინტერვიუში.

ამასთან, ალიევის სიტყვებით, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებით კომპრომისი არ იქნება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის, მთიანი ყარაბაღის თვითმმართველობის საკითხთან დაკავშირებით მომავალში შეიძლება დავუშვათ კომპრომისები თუ მოვილაპარაკებთ, ეს იქნება ავტონომიური რესპუბლიკა“, — დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.

ყველა ახალი ამბავი
0