ძაგნიძე ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა

© FIDEნანა ძაგნიძე
ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლაზე ნანა ძაგნიძე ინდოელ ჰარიკა დრონავალის შეხვდება.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჭადრაკის ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, რომელიც ამ დღეებში თეირანში მიმდინარეობს, იუწყება FIDE–ს ოფიცილაური ვებგვერდი.

მერვედფინალში ქართველი მოჭადრაკე ჩინელ შენ იანგს შეხვდა და საერთო ანგარიშით 1,5/0,5 ქულით მოიგო.

ნინო ხომერიკი - Sputnik საქართველო
ქართველი მოჭადრაკე თვრამეტწლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

ნახევარფინალში გასვლაზე ძაგნიძე ინდოელ ჰარიკა დრონავალის შეხვდება. მატჩი ორი ძირითადი პარტიისგან შედგება. იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოჭადრაკე თითო შეხვედრას მოიგებს, გამარჯვებული ტაი–ბრეიკზე გამოვლინდება.

მსოფლიო ჩემპიონატი 4 მარტს დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0