ქართველი მოჭადრაკე თვრამეტწლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

© Минспортаნინო ხომერიკი
ნინო ხომერიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვრამეტწლამდელთა შორის გამართულ ტურნირზე ნინო ხომერიკმა ექვსი პარტია მოიგო და არც ერთი არ წაუგია.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ქართველმა მოჭადრაკე ნინო ხომერიკმა თვრამეტწლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი.

თეა ლანჩავა - Sputnik საქართველო
მსოფლიოსა და ჰოლანდიის ჩემპიონი ჭადრაკში - თეა ლანჩავას ქართული სიზმრები

პრაღაში გამართულ ტურნირზე ხომერიკს ცხრიდან არც ერთი პარტია არ წაუგია. ექვსი პარტია ნიჭიერი ქართველი მოჭადრაკის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო სამი — ყაიმით.

ევროპის ჩემპიონატში სხვადასხვა — 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში საქართველოდან სულ 24 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

გამარჯვებულს ჯილდო ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტმა (ECU) ზურაბ აზმაიფარაშვილმა გადასცა.

ყველა ახალი ამბავი
0