დავითაია: ისღა დაგვრჩენია, რომ პრეზიდენტს ქსოვა ავუკრძალოთ

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციონერმა პაატა დავითაიამ საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების დაუშვებლობის შესახებ განაცხადა.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტიის „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიამ საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების საკითხის კომენტირებისას, იხუმრა: ახლა მხოლოდ ის დარჩა, რომ გიორგი მარგველაშვილს ქსოვა ავუკრძალოთო. 

საპრეზიდენტო არჩევნების საკითხი კვლავაც ყველაზე საკამათო თემად რჩება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, რომელიც საქმიანობას 2016 წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ გამარჯვების შემდეგ შეუდგა.

„ამასთან მათ შეუძლიათ მას (რედ: მარგველაშვილს) შეუზღუდონ ქსოვის უფლება და ეს კონსტიტუციაშიც  ჩაწერონ“ — აღნიშნა დავითაიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - Sputnik საქართველო
საქართველოს კონსტიტუციას 2017 წლის ბოლომდე შეცვლიან

საქართველოს კონსტიტუციას 2017 წლის ბოლომდე განაახლებენ. 

ქსოვა- საქართველოს პრეზიდენტის ჰობია. თავის დროზე მან ამ საქმეს ხელი სიგარეტის თავის დანებების მიზნით მოჰკიდა, უწოდა რა ამას „დრამატული ძალისხმევის“ შემადგენელი ნაწილი. 

დავითაია კვლავაც იმას ამტკიცებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს და არა პარლამენტმა. 

„ქართული ოცნების“ ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ  პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს და ის  ნომინალური ფიგურა იყოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი დავიცვათ, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს და მას გარკვეული უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს,“-  ხაზგასმით აღნიშნა ოპოზიციონერმა. 

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია განიხილავს პრეზიდენტის ვეტოსა და შეწყალების უფლების შეზღუდვას, რაც ოპოზიციის განცხადებით სრულიად დაუშვებელია. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი „ჩორნი ხოდებს“ არ ეძებს

„თუკი საქართველოს პრეზიდენტს ვეტოს უფლება არ ექნება, უშიშროების საბჭოს მოწვევის უფლებაც არ ექნება. თუკი ის არ იქნება უმაღლესი მთავარსარდალი და მას არანაირი უფლება არ ექნება, მაშინ რა აზრი აქვს პრეზიდენტის არჩევას? ამიტომ, ჩვენ პირველ რიგში ამის წინააღმდეგ უნდა გავილაშქროთ, მთელი საკონსტიტუციო კომისია უნდა გამოვიდეს მოთხოვნით, რომ პრეზიდენტს ეს უფლება გააჩნდეს“,- აღნიშნა პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ- ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა. 

პარლამენტის სპიკერმა, მმართველი პარტიიდან დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა მოგვიანებით  დაადასტურა ის, რომ პრეზიდენტის ვეტოსა და შეწყალების  უფლების საკითხი ვერსიის დონეზე განიხილება. 

საქართველოს პარლამენტი ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებებს 2017 წლის ბოლომდე შეიტანს. 

საქართველოს ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ პირველ რიგში მათ განზრახული  აქვთ, ცვლილებები  ქვეყნის მთავარ კანონში შეიტანონ, რაც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებულ ძალებს  დააბალანსებს და ასევე საარჩევნო სისტემასაც შეცვლის.

დეპუტატები, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარტიის წევრები,  რომლებიც შედიან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, ცვლილებების დამტკიცებულ ვარიანტს  30 აპრილს წარმოადგენენ. 


ყველა ახალი ამბავი
0