თბილისში ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო კონგრესი დაიწყო

© photo: Sputnik / Valery Shustrov / გადასვლა მედიაბანკშიენგურ ჰესი
ენგურ ჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა კერძო კომპანიების მიერ მსგავსი ფორუმების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ გაიხსნა, რომლის მსვლელობისას წარმოდგენილი იქნება ჰესების ახალი მშენებლობებისა და რემონტის 40-ზე მეტი პროექტი.

კონგრესზე წარმოდგენილი იქნება როგორც დიდი, ისე საშუალო და მცირე ჰესების პროექტები თურქეთში, სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ირანში, რუსეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ჰიდრორესურსები და იმ გამოცდილების გაზიარება, რაც რეგიონში არსებობს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თუ ადრე მსგავსი ტიპის ფორუმები ძირითადად სახელმწიფოს ან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ტარდებოდა, ამჟამად ამ კონფერენციებს კერძო კომპანიები ატარებენ, სახელმწიფო მოხელეები კი სტუმრად არიან მიწვეული. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენთან ეს დარგი ძალიან სერიოზულად ვითარდება — არის სერიოზული ინტერესი და ჩვენ ამას მივესალმებით, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
კონგრესის ორგანიზატორია კონსალტინგური კომპანია Восток Капитал („ვოსტოკ კაპიტალი“).

ჟინვალ-ჰესი - Sputnik საქართველო
თბილისში ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო კონგრესი გაიმართება

„კონფერენცია ეძღვნება მცირე, საშუალო და დიდი ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. ამ კონფერენციის განსაკუთრებულობა ისაა, რომ, პირველ რიგში, ის პირველია. მიუხედავად ამისა, ჩვენ უკვე მოვახერხეთ კოლოსალური ყურადღების მოპყრობა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ პრაქტიკულად ყველა მხარე თავის უმსხვილეს პროექტებს უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე წარმოადგენს, უკვე არსებულ პროექტებს და, რაც ყველაზე მთავარია და რაც ინვესტორებს იზიდავს — ესაა ახალი პროექტები, რომლებიც მზადაა განსახორციელებლად ან დაპროექტების სტადიაშია“, — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ „ვოსტოკ კაპიტალის“ გენერალურმა დირექტორმა ოქსანა ფედოსეევამ.

ახალი ჰესების მშენებლობისა და მოდერნიზაციის საინვესტიციო პროექტებს წარმოადგენენ საქართველოს, სომხეთის, ირანის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ენერგეტიკის სამინისტროები. კონგრესში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, ევრაზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, UNDP-ს, KfW-სა და სხვა დელეგაციები.

კონგრესის ფარგლებში გაიმართება ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრა საერთაშორისო თანამშრომლობისა და კასპიისა და ცენტრალური აზიის საინვესტიციო პროექტების ეფექტური რეალიზაციის უზრუნველყოფის საკითხებზე.

ყველა ახალი ამბავი
0