თბილისში ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო კონგრესი გაიმართება

© photo: Sputnikჟინვალ-ჰესი
ჟინვალ-ჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ენერგეტიკის მინისტრები, სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და კომპანიების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის პერსპექტიულ პროექტებს განიხილავენ.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო კონგრესი და გამოფენა „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის რეგიონი და ცენტრალური აზია“ თბილისში 15-16 თებერვალს გაიმართება, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ კომპანია Vostock Capital-ში.

„საერთაშორისო კონგრესი — ეს პროფესიონალური მოედანია დიალოგისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის, გადაწყვეტილებების ძიებისთვის და ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა ძალისხმევის კონსოლიდაციისთვის რეგიონში ჰიდროელექტროსადგურების განახლებისა და მშენებლობის მთელი რიგი პროექტების ეფექტური რეალიზებისთვის“, — განაცხადეს კონგრესის ორგანიზატორ კომპანიაში.  

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია - Sputnik საქართველო
საქართველო, რუსეთი, ირანი და სომხეთი ენერგეტიკის სფეროში ითანამშრომლებენ

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ახალი მშენებლობისა და ძველი ნაგებობების რემონტის 40-მდე პროექტი როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ჰესებისა თურქეთში, სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ირანში, რუსეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში. პროექტების ინიციატორებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ექნებათ.

კონგრესის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც მონაწილეები პროექტების დაფინანსებასთან, ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. 

მომხსენებელთა და საპატიო სტუმართა შორის არიან საქართველოსი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის მინისტრი უსმონალი უსმონზოდა, სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე აიკ არუთინიანი, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და რუსეთის ენერგოკომპანიების წარმომადგენლები.

საქართველოს, სომხეთის, ირანის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სამინისტროები ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და მოდერნიზაციისთვის საინვესტიციო პროექტებს წარმოადგენენ. 

მდინარე რიონი - Sputnik საქართველო
მდინარე რიონზე ნორვეგიული კომპანია ჰესს ააშენებს

კონგრესის ფარგლებში საკვანძო ინფორმაციით 50 მოხსენებას წარმოადგენენ „აზენერჯის“, Adjaristsqali Georgia-ს, ეროვნული ენერგეტიკული ჰოლდინგური კომპანიის (ყირგიზეთი), „რუსჰიდროს“, ყაზახეთის AES-ის, Iran Water and Power Resources Development Company-ის, „ნორდ ჰიდროს“ კომანიების ხელმძღვანელები.

გარდა ამისა, 10-ზე მეტ ტექნოლოგიურ პრეზენტაციას წარმოადგენენ ინდუსტრიის ლიდერები — GE Renewable Energy, ANDRITZ HYDRO, Stucky, Voith Hydro, Siemens, Carpi Tech, ИГХолдинг Рус და სხვები.

კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, ევრაზიული განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, UNDP-ს, KfW-ს დელეგაციები.

კონგრესის ფარგლებში ენერგეტიკის მინისტრები საერთაშორისო თანამშრომლობისა და ცენტრალურ აზიასა და კასპიის რეგიონში საინვესტიციო პროექტების ეფექტური რეალიზების საკითხებზე შეხვედრებს გამართავენ.

ყველა ახალი ამბავი
0