მდინარე რიონზე ნორვეგიული კომპანია ჰესს ააშენებს

© courtesy of Municipality of Poti Cityმდინარე რიონი
მდინარე რიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
433 მეგავატი სიმძლავრის ნამახვანი ჰესის მშენებლობისა და შემდგომი მართვის უფლებისათვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ნორვეგიული ჯგუფი Clean Energy გახდა.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული კომპანია Clean Energy Georgia Group გახდა, რომელმაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით, იტყობინება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

კასკადი ორ ჰესს —ნამახვანსა და ტვიშს აერთიანებს, რომელთა საერთო დადგმული სიმძლავრე 433 მვტ-ია და რომელიც სრულად დარჩება საქართველოში. 

პროექტის სავარაუდო ღირებულება 730 მლნ დოლარია. 

ჰესის ასაშენებლად Clean Energy Georgia Group, რომელიც ნორვეგიული კომპანიის Clean Energy-ს შვილობილია, თურქული სამშ ენებლო ჰოლდინგის ENKA Insaat ve Sanayi A.S. მოწვევას გეგმავს. 

ენგურ ჰესის პლატინა - Sputnik საქართველო
„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა გაუწევს მონიტორინგს

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული ინსტრუქციის და პროცედურების შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, კერძოდ: შპს „ჯენერალ დეველოპმენტმა“, „POWERCHINA RESOURCES“ LTD-მ და „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA” LLC-მ, რომლებმაც წარმოადგინეს შესაბამისი წინადადებები.

ინვესტორის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი სახელმწიფოს მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის მინიმალური ფასი იყო.

საბაზისო პროექტის დიზაინი იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ Studio Ing. G. Pietrangeli Srl. მოამზადა. 

ნამახვან ჰესების კასკადის პროექტი ხორციელდება წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდ. რიონზე,

ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ზრდას, მოსახლეობის დასაქმებას, შეიტანს წვლილს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში და დამატებით წარმოქმნის წლიურ 1,514 გგვტ.სთ ელექტროენერგიას, რომელიც მთლიანად დარჩება საქართველოში.

 

ყველა ახალი ამბავი
0