საქართველო, რუსეთი, ირანი და სომხეთი ენერგეტიკის სფეროში ითანამშრომლებენ

© https://www.facebook.com/minenergygovgeმემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მემორანდუმი ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და რეგიონალურ სადისპეჩერო ცენტრზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ოთხივე ქვეყნის ელექტროსისტემის მუშაობის ეფექტურობის გაზრდას.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქ. ერევანში  საქართველოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციას შორის “ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდმუმს  მოაწერა ხელი, ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება.  მემორანდუმი ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და რეგიონალურ სადისპეჩერო ცენტრზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ოთხივე ქვეყნის ელექტროსისტემის მუშაობის ეფექტურობის გაზრდას, სწრაფ რეაგირებას კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს,  ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებას, სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის სათანადო სასისტემო და სისტემათაშორისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. 

ენგურჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო
ბოლო სამ წელში საქართველოს ენერგეტიკაში 522 მილიონ დოლარამდე ჩაიდო

 ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით,  ეს შექმნის ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობას, ხელს შეუწყობს ელექტროენერგიით ვაჭრობის განვითარებას და მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

 ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან.  კახა კალაძემ და ჰოვიკ აბრაჰამიანმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე. 


ყველა ახალი ამბავი
0