Gallup: ნატოს საფრთხედ საქართველოს მოსახლეობის 8% აღიქვამს

© Sputnik / Levan Avlabreliნატოსა და საქართველოს დროშები
ნატოსა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
Gallup-მა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოკითხვა ჩაატარა და გაარკვია, რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას ნატოს მიმართ.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის 8% ნატოს საფრთხედ აღიქვამს, ამაზე მეტყველებს საზოგადოებრივი აზრის ჯორჯ გელაპის (Gallup) სახელობის კერძო ამერიკული ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგები.

გამოკითხვის შედეგებით, საქართველოში რესპონდენტთა 37% ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აფასებს, როგორც ქვეყნის დაცვის საშუალებას. დანარჩენმა 55%-მა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
NDI-ს კვლევა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ

რაც შეეხება საქართველოს უახლოეს მეზობლებს, რუსეთში ალიანსს საფრთხედ აღიქვამს გამოკითხულთა 67%, ხოლო როგორც დაცვას — მხოლოდ 3%.

სომხეთში ნატოს საფრთხედ მიიჩნევს მოსახლეობის 20%, ხოლო 8% — დაცვად; აზერბაიჯანში საფრთხედ აღიქვამს 16%, ხოლო დაცვად — 21%.

სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ბელარუსის მოსახლეობის 54% ნატოს საფრთხედ მიიჩნევს, 3% — დაცვად, უკრაინაში 29% ნატოს ემხრობა, ხოლო 35% — საფრთხედ მიიჩნევს.

გამოკითხვის შედეგებით, აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებში ალიანსს დაცვად მიიჩნევს რესპონდენტთა 62%, ხოლო საფრთხედ — 8%.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველო ნატოსკენ სწრაფვით რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნატოს დაცვად აღიქვამს, ლიდერობენ კოსოვო — 90%, ალბანეთი — 70% და პოლონეთი — 62%.

მოსახლეობის ყველაზე მეტი რაოდენობა, სადაც ნატოს საფრთხედ აღიქვამენ, დაფიქსირდა სერბეთში — 64%, მონტენეგროში — 29% და ბოსნია–ჰერცეგოვინაში — 21%.

გამოკითხვა ჩატარდა 2016 წლის განმავლობაში სატელეფონო გამოკითხვის გზით. გამოიკითხა თითოეულ ქვეყანაში თითო-თითო ათასი 15 წელს ზემოთ რესპონდენტი. გამოკითხვის ცდომილებაა 2,7%-დან 3,9%-მდე.

ყველა ახალი ამბავი
0