თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველო-სომხეთის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურის მშენებლობის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადა სხვადასხვა ქვეყნის შვიდმა კომპანიამ, მათ შორის, რუსულმა Kaskad-Energo-მ წარადგინა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ სომხეთის ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით.
უწყების მონაცემებით, სომხეთის აირუმში მაღალი ძაბვის მუდმივი დენის ტრანსფორმატორული სადგურისა და ქვესადგურის მშენებლობის პროგრამების რეალიზაციაზე პრეტენდენტები არიან ჩინური Sinohydro Corporation-ი, გერმანული Siemens AG-ი и ესპანურ-შვედური კონსორციული ABB AB-COBRA.
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაზე განაცხადები შეიტანეს Sinohydro Corporation-მა, Isolux Ingeneria-მ (ესპანეთი), Dalekovod JSC-მ (ხორვატია), Kaskad-Energo-მ (რუსეთი), KEC International-მა და Kaplataru Power Transmission-მა (ინდოეთი).
„ტენდერში გამარჯვებულები საკონკურსო პაკეტების განხილვის შემდეგ გამოვლინდება. პროგრამის პირველი ეტაპის რეალიზაციისთვის დაახლოებით 188 მლნ ევროს საკრედიტო და საგრანტო საშუალებების მოზიდვა გახდა შესაძლებელი, სამშენებლო სამუშაოების დაწყება წელს არის დაგეგმილი“, — იუწყება ენერგეტიკის სამინისტრო.
სომხეთი-საქართველოს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობის პროექტის მიზანი, რომლის რეალიზებაც გერმანული ბანკ KfW-ის მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოს და სომხეთის ენერგოსისტემების გაერთიანებაა. პირველ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის ენერგოგაცვლა 200-დან 350 მეგავატამდე გაიზრდება, მეორე ეტაპზე კი 700 მეგავატამდე მიიღწევა, ხოლო პროგრამის დასრულების შემდეგ კი 1050-ს მიაღწევს, რეგიონალური თანამშრომლობიდან და ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე.
ენერგოსისტემის პროგრამის რეალიზაციის შედეგად საქართველო და სომხეთი პარალელურ რეჟიმში იმუშავებენ. ელექტროგადამცემი ხაზების ამოქმედება „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ რეგიონალური კორიდორის ფორმატში რუსეთი-საქართველო-სომხეთი-ირანის ურთიერთსაასრგებლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას იძლევა.