საქართველოსა და სომხეთის ენერგოსისტემას ახალი ელექტროგადამცემი ხაზი დააკავშირებს

© photo: Sputnik / Тарас Литвиненко / გადასვლა მედიაბანკშიელექტროგადამცემი ხაზები
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო-სომხეთის 326,9 მილიონი ევროს ღირებულების, 400 კვტ-იანი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება და 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. უახლოეს ხანებში გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი  400 კვტ-იანი საქართველო-სომხეთის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე, იტყობინება სომხეთის ენერგეტიკისა ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახური. 

პროგრამის რეალიზება გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით ხდება. პროგრამის ღირებულება წინასწარი მონაცემებით 326,9 მილიონი ევროა, რომელთაგან 10%-ს ქართული მხარე უზრუნველყოფს.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია - Sputnik საქართველო
საქართველო, რუსეთი, ირანი და სომხეთი ენერგეტიკის სფეროში ითანამშრომლებენ
 

ამ დროისათვის, პროგრამის კონსულტანტი კომპანია Fichtner GmbH & Co. KG-ს სახით, ამზადებს საკონკურსო პაკეტს სამუშაოთა შემსრულებლის შესარჩევად. სამშენებლო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება და 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. 

„პროგრამის შესაბამისად, გათვალისწინებულია საქართველოსა და სომხეთის ენერგოსისტემების გაერთიანება. პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სფეროში რეგიონალურ თანამშრომლობას და შექმნის დსთ-ს ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემასთან პარალელური მუშაობის წინაპირობას“, — ნათქვამია შეტყობინებაში. 


ყველა ახალი ამბავი
0