ლევან იზორია აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალ ბენ ჰოჯესს შეხვდა

გამოწერა
ქართველი სამხედროები სწავლებას გერმანიაში გადიან. ისინი ავღანეთში წასვლის წინ სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მონაწილეობისთვის ემზადებიან.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანიაში, დაბა ჰოჰენფელსში მდებარე აშშ-ის ევროპული სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელ ბაზაზე სამშვიდობო მისიისთვის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემაჯამებელ სწავლებას დაესწრო, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ლევან იზორია ქართველ სამხედროებთან შეხვედრაზე გერმანიაში - Sputnik საქართველო
გერმანიაში ქართველი სამხედროებით ამაყობენ

საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს დელეგაციას აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა და საწვრთნელი ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ანტონიო აგუტომ უმასპინძლეს. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროს ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად სამდღიანი ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ქართველი სამხედროები ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში გამგზავრების წინ წვრთნებს გერმანიაში გადიან. საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ქალაქ ბად-ზალცუნგენში მესამე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირად შემადგენლობას.

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში აშშ-ის ევროპის სარდლობის მნიშვნელოვან წვლილზე გაამახვილა.

მხარეებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედების გეგმებიც განიხილეს, რაც საქართველოში ჰოჰენფელზის მსგავსი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.  

ავღანეთში ქართველ სამხედოებს მადლობა გადაუხადეს - Sputnik საქართველო
ავღანეთში ქართველ სამხედოებს მადლობა გადაუხადეს

„გენერალ ჰოჯესთან ერთად განვიხილეთ ამბიციური გეგმები, რომელიც წელსუნდა განვახორციელოთ. ეს ეხება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებას, რომელიც ითვალისწინებს ჰოჰენფელზის მსგავსი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად საქართველოში. ეს დღე მართლაც ისტორიულია“, — განაცხადა ლევან იზორიამ.  

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული გერმანიაში ხუთთვიან სწავლებას გადის. ამ პერიოდში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გადიან ტაქტიკურ, საცეცხლე, სამედიცინო, აერომობილურ და კავშირგაბმულობის მომზადებას.

აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალმა, გენერალ-ლეიტენენტმა ბენ ჰოჯესმა ქართველი მშვიდობისმყოფელების მომზადების დონეს, რომელიც ამჟამად ავღანეთისთვის გადასროლისწინა წვრთნას ჰოჰენფელზში გადიან, მაღალი შეფასება მისცა და ქართველ სამხედროებს სანდო პარტნიორები უწოდა. 

ქართველი სამხედროები ავღანეთში წასასვლელად ემზადებიან - Sputnik საქართველო
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო მადლობას უცხადებს ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს

აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) სასწავლო ვითარება ავღანეთში არსებულ გარემოსთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. შექმნილია იმიტირებული ავღანური ქალაქი, სადაც ქართველი სამხედროები ავღანეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარებას და ავღანეთში ყოფნისას  საჭირო სხვა უნარ-ჩვევებს სწავლობენ, ეგუებიან იმ გარემოს, სადაც სამშვიდობო მისიის შესრულება მოუწევთ. ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს ამბოხებულთა საწინააღმდეგო (COIN) ოპერაციების წარმოებას, საბრძოლო ველის მომზადებას, გაწმენდას, შენარჩუნებასა და უსაფრთხოების დაცვას ასწავლიან. ჰოჰენფელზში მომზადების დასრულების შემდეგ, 23-ე ბატალიონი  ავღანეთში  გაემგზავრება და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ქაბულსა და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს. 

„მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, ქვეყანაში 12000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაცია შედის. ამჟამად ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.


ყველა ახალი ამბავი
0