ირაკლი კობახიძე: საგზაო მოძრაობის შესახებ ინფორმაცია და სტატისტიკა შემაშფოთებელია

გამოწერა
სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი. 2015 წელთან შედარებით, საგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით, დაღუპულთა რიცხვი შემცირდა 3%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით არის გაზრდილი.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ინფორმაცია და სტატისტიკა, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება, შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დროულად ვიმსჯელოთ და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილებები მივიღოთ”, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგზაო უსაფრთხოების საკითხების შესახებ კონფერენციაზე. 

თბილისი - Sputnik საქართველო
რატომ იმატა საგზაო შემთხვევებმა?

კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, შსს-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ყოველდღიურად გვესმის ინფორმაცია როგორ იღუპებიან გზებზე ადამიანები, შეგვიძლია შედარებებიც მოვიყვანოთ სხვა ქვეყნებთან და ამ მხრივაც საქართველოში მძიმე სურათია. არის რესურსი, რომ ამ მიმართულებით თვისობრივად გაუმჯობესდეს და რადიკალურად შევცვალოთ მდგომარეობა, ამისთვის ჩვენ ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. საჭიროა დროული მოქმედება, რომ აღმოიფხვრას პრობლემა, ამისთვის კი სრული მობილიზება გვჭირდება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკითხის დროული გადაწყვეტისთვის და საგზაო მოძრაობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ორგანო მზადაა დაჩქარებულ ტემპებში განიხილოს საკანონმდებლო კანონპროექტი, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სასჯელის გამკაცრებას გეგმავს

„საგზაო მოძრაობის წესების შესახებ“  კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი განსახილველად შს სამინისტრომ მოამზადა, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ბოლო პერიოდში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობა გახშირდა. 

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი. 2015 წელთან შედარებით, საგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით, დაღუპულთა რიცხვი შემცირდა 3%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით არის გაზრდილი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0