საქართველოს შსს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სასჯელის გამკაცრებას გეგმავს

გამოწერა
შსს პირველ ეტაპზე კანონდამრღვევ მძღოლებთან ბრძოლას იწყებს, შემდეგ კი ქვეითად მოსიარულეთა „აღზრდით“ დაკავდება.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს შს სამინისტრო უახლოეს პერიოდში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სასჯელის გამკაცრების საკითხს განსახილველად გამოიტანს, განაცხადა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ტელეკომპანიის Imedi ეთერში.

ბოლო პერიოდში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობა გახშირდა. საკმაოდ ხმაურიანი იყო იანვრის თვეში რუსთაველის გამზირზე ავარიის შედეგად  26-წლის ახალგაზრდა გოგონას დაღუპვის ისტორია.

„პარლამენტი მზადაა „საგზაო მოძრაობის წესების შესახებ“  კანონში შესწორებები შეიტნოს. ახლო მომავალში მთავრობას პროექტი წარედგინება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, პარლამენტში შევა, რომლის თანახმად გამკაცრდება კანონდამრღვევი მძღოლებისთვის კანონი გამკაცრდება. გარდა ამისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება და ჯარიმების ადმინისტრირებაც უფრო მკაცრი იქნება“, — განაცხადა ხუციშვილმა.  

პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
თბილისში მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით შსს განმარტებებს აკეთებს

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უწყება  ჯერჯერობით ვერ ახერხებს დაუდევარი ქვეითად მოსიარულეებთან ბრძოლას.

„უადგილო ადგილას გადასვლისთვის ქვეითად მოსიარულეებისთვის ჯარიმები 100 ლარის ოდენობითაც რომ დავაწესებთ, მაშინ ჩვენ მოგვიწევს მარტო თბილისში 5-6 ათასი პატრულის დაყენება. აქ კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რომელიც ამ ეტაპზე შეუძლებელია“, — განაცხადა ხუციშვილმა.

ჩვენ როგორც კი დავარეგულირებთ კანონდამრღვევი მძღოლების პრობლემას, მაშინვე დავიწყებთ ფეხით მოსიარულეთა პრობლემაზე მუშაობას, დასძინა მინისტრმა.

გარდა ამისა, კანონში 2015 წელს ინიცირებული შესწორებები იქნება მიღებული.

2015 წლის ნოემბერში შსს-მ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გაუგზავნ, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრებას ეხება.

ყველა ახალი ამბავი
0