თბილისში მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით შსს განმარტებებს აკეთებს

© Sputnik / Alexander Imedashviliპატრულის ეკიპაჟი
პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ გააკეთა განმარტებები, რაც საქართველოს ექს-პრეზიდენტის ვაჟმა ცოტნე გამსახურდიამ ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტი პარლამენტის დეპუტატის ნათესავს დააბრალა.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს შსს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში დამნაშავე პირის ვინაობას ადგენს, ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამინისტროს განმარტებების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც საქართველოს ექს–პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟმა ცოტნე გამსახურდიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გოგონას მკვლელი დაკავებული არ არის, რადგან ის დეპუტატის ნათესავია. ავტოავარიამ 26 წლის სოფო ბერიძე იმსხვერპლა.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კანონის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა და მისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი“, — ნათქვამია განცხადებაში. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად გოგონა დაიღუპა

გამოძიების ფარგლებში, დაინიშნა ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების საფუძველზე დამნაშავის ვინაობა დადგინდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას არწმუნებს, რომ მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს, რათა საქმე დროულად იქნას გამოძიებული. 

გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

რაც შეეხება მომხდარის დეტალებს, ავტოავარიის დროს კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. ცოტნე გამსახურდია ამტკიცებს, რომ ვინმე გიორგი (გიბო) ჯაფარიძე მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, მისი ავტომობილი შემხვედრ ზოლზე გადავიდა და ტაქსის შეეჯახა, რომელშიც სოფო ბერიძე იჯდა.

ჯაფარიძის გარდა ავტომობილში ისხდნენ მისი ძმა და სიძე. უკანასკნელი მძიმე მდგომარეობაშია. 

ძმები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავები არიან, რომელიც წარმოშობით მესტიიდან არის.

გამსახურდია ამტკიცებს, რომ ძმები ჯაფარიძეები თავისი ნათესავის სახელით მესტიაში წამოჭრილ საკითხებს კრიმინალური მეთოდებით აგვარებენ და არჩევნების დროს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმებს უზრუნველყოფენ. 

გამსახურდიას თქმით, გიორგი ჯაფარიძე ქალაქიდან გაუსვლელობის პირობით გაუშვეს, თითქოსდა დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძისა და საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის დახმარებით. ამასთან გიორგი ჯაფარიძე დაღუპული გოგონას ოჯახთან მოლაპარაკებებს მართავს.

სუბარის მეუღლე თამთა ყუბანეიშვილმა გამსახურდიას ბრალდებები უარჰყო.

 „ეს სიცრუე და ცილისწამებაა“, — დაწერა ყუბანეიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.


ყველა ახალი ამბავი
0