თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, ხოლო სამი ადამიანი დაშავდა.
ინციდენტი გუშინ, საღამოს მოხდა. დაიღუპა გოგონა, რომელიც ტაქსით მგზავრობდა. თვითმხილველთა თქმით, ავტოავარიაში დამნაშავეა Mercedes ML-ის ჯიპის მძღოლი, რომელმაც სიჩქარეს გადააჭარბა.
„მოდიოდა ავტომობილი „ოპელი“, როგორც ამ ავტომობილის მძღოლმა ამიხსნა, ML საპირისპირო ზოლში გადავიდა, დაეჯახა „ოპელს“ და მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა“, — აღნიშნა ერთ-ერთმა თვითმხილველმა დიმიტრი ზეიკიძემ.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.