თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო ვოკალური კონკურსის Ты супер! პრემიერა 11 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე შედგება, პირდაპირ ეთერში მისი ნახვა რუსულ ტელეარხ НТВ–ზე და „Sputnik–საქართველოს“ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.
ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილეა 92 ვოკალისტი რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.
საქართველოს წარმოადგენს 12 წლის ნანა ვარძელაშვილი ქარელიდან. ის წინასწარი კასტინგის დროს შეარჩიეს.
მუსიკალური შოუ რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორცილდება. შოუს НТВ-ს პოპულარული წამყვანი ვადიმ ტაკმენევი წაიყვანს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ი ნიჭიერი ბავშვების წარმატებას თვალს ადევნებს — კონკურსის შედეგებზე მკითხველი შოუს ონლაინ–დღიურებიდან და სააგენტოს ვებ-გვერდებზე პირდაპირი ტრანსლაციებიდან შეიტყობს.