თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ტელეარხი НТВ საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-თან ერთად იწყებს ნიჭიერი ბავშვებისთვის მუსიკალურ შოუს Ты —супер. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოში Россия сегодня პრესკონფერენცია ჩატარდა, რომელზეც მუსიკალური შოუს ორგანიზატორებმა მონაწილეთა შერჩევასა და კონკურსისთვის მზადებაზე ისაუბრეს.
ბავშვთა სახლების, სკოლა-ინტერნატებისა და მიმღები ოჯახების ბავშვებს ეს კონკურსი თავისი ნიჭის გამოვლენის შანსს აძლევს. კონკურსის გეოგრაფია ძალიან ვრცელია — მონაწილეობის მისაღებად განაცხადებს სხვადასხვა ქვეყნებიდან აგზავნიდნენ — რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან.
„პირადად ჩემთვის ეს კონკურსი უკვე შედგა. ამ ბავშვების თვალები ვნახე და ეს შეუფასებელია, — ამბობს ტელეარხ НТВ-ს გენერალური პროდიუსერი ტიმურ ვაინშტეინი. – ამ ბავშვების უმრავლესობა თავისი მშობლიური პატარა ქალაქებიდან არასდროს არსად წასულა“.
ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული
ორგანიზატორებმა აღიარეს, რომ ასეთი ამაღელვებელი პროექტი ჯერ ჰქონიათ. ბავშვების შერჩევა ადვილი არ იყო — კასტინგში მონაწილეობდა დაახლებით 1500 ბავშვი, ტალანტების აღმოჩენის პროცესი კი ორ თვეს გაგრძელდა.
„ეს ბავშვები თავის ასაკთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი და სერიოზული არიან. მათ მძიმე ემოციური მომენტები განიცადეს, წინ კი მხოლოდ დადებითი ემოციები ელით“, — აცხადებს შოუს წამყვანი ვადიმ ტაკმენევი.
ამჟამად შერჩეულია 92 კონკურსანტი, ორი კვირის წინ ბავშვებს რეპეტიციები დაეწყოთ და ახლა გადაღებებისთვის ემზადებიან. ისინი ცხოვრობენ როგორც საბავშვო ბანაკში იმ განრიგით, როგორც მათი ასაკის ბავშვებმა უნდა იცხოვრონ.
„მონაწილეებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, ვოკალისა და თეატრალური ხელოვნების შესანიშნავი პედაგოგები. მეტიც, მოსკოვში მათ სასწავლო პროცესის გაგრძელება უზრუნველყვეს — ისინი სკოლის პროგრამით მეცადინეობენ, რათა კონკურსის შემდეგ არ ჩამორჩნენ“, — დაამატა წამყვანმა.
მუსიკალური შოუს Ты-супер ფინალისტები მონაწილეობას საბავშვო „ახალ ტალღაში“ მიიღებენ და საბავშვო ევროვიზიის საფინალო შესარჩევ ეტაპში ავტომატურად მოხვდებიან. კონკურსის დასრულების შემდეგ ტელეარხი НТВ ბავშვების უმრავლესობასთან ერთად დადგამს და ეთერში აჩვენებს მიუზიკლს „Республика ШКИД“.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის შემდეგ ბავშვებმა წინსვლა განაგრძონ“, — აღნიშნა ვაინშტეინმა.
მსაჯულები ვინ არიან?
„კასტინგი“ ჟიურის წევრებმაც გაიარეს, განსაკუთრებულ ბავშვებთან განსაკუთრებული მასწავლებლებია საჭირო — ითვალისწინებდნენ არა იმდენად მუსიკალურ ტალანტებს, რამდენადაც ადამიანურ თვისებებს.
„ჟიურის ერთ–ერთი წევრი გახდა შესანიშნავი, ექსტრავაგანტური მომღერალი იოლკა, რომელსაც ცხოვრების არცთუ იოლი გზა აქვს გავლილი. ის ბავშვებისთვის მაგალითი იქნება“, — აღნიშნა ვაინშტეინმა.
გარდა ამისა, ჟიურის წევრი იქნება მუსიკის სამყაროს აღიარებული ავტორიტეტი, კომპოზიტორი იგორ კრუტოი, რომელიც თავად არის საბავშვო მუსიკალური პროექტების წამყვანი.
„პროექტს მომღერალი მარგარიტა სუხანკინაც შეუერთდა. ორი წლის წინ მომღერლის ოჯახმა ორი ბავშვი იშვილა, ის გაუგებს იმ ბავშვებს, რომლებიც სცენაზე ავლენ“, — დაამატა ორგანიზატორმა.
თვალი ადევნეთ Sputnik-ს
საინფორმაციო სააგენტო Sputnik–ი, რომელიც პროექტის პარტნიორი გახდა, იმედოვნებს, რომ საბავშვო კონკურსი პოსტსაბჭოთა სივრცეში მრავალ ადამიანს გააერთიანებს.
„გვიხარია, რომ ამ არაჩვეულებრივი პროექტის ნაწილი გავხდით. დიახ, დსთ–ისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყველაზე ნიჭიერი ბავშვები აღმოვაჩინეთ, და მთელი შოუს განმავლობაში თითოეულ ბავშვს ვუგულშემატკივრებთ და მათი წარმატებების შესახებ Sputnik–ის რესურსებზე ყოველდღე ვისაუბრებთ“, — განაცხადა Sputnik–ის ახალი ამბებისა და რადიოს მულტიმედიური ცენტრების დირექციის დირექტორმა ანდრეი ბლაგოდირენკომ.
საბავშვო ვოკალური შოუს Ты-супер პირველი გამოშვება НТВ–ს არხზე 11 თებერვალს 20:00 საათზე დაიწყება. საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი ნიჭიერი ბავშვების წარმატებებს ყურადღებით აკვირდება — კონკურსის შედეგების ნახვას მკითხველები Spuntik-ის ვებგვერდებზე ონლაინ–დღიურების ფორმატში და შოუს პირდაპირი ტრანსლაციებიდან შეძლებენ.