საქართველოს რაგბის ნაკრები ევროპის „ერთა თასზე“ ბრძოლას იწყებს

© Союз регби Грузииსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის „ერთა თასის“ მორიგი გათამაშების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა უახლოესი რეზერვის ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა და ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა ნაწილი არ გამოიძახა.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა საფრანგეთში სეზონისწინა მზადება დაასრულა და ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც 11 თებერვალს ევროპის „ერთა თასის“ ახალი სეზონის ფარგლებში ბელგიის გუნდს შეხვდება. 

რაგბის სტადიონი - Sputnik საქართველო
თბილისს 2017 წელს რაგბის ახალი სტადიონი შეემატება

არც ისე ძლიერ მეტოქესთან შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გადაწყვიტა შანსი ახალგაზრდებისთვის მიეცა და ძირითადი შემადგენლობის გამოყვანისგან თავი შეიკავა. ამ მატჩში ოთხი მორაგბის დებიუტი შედგება – გიორგი ჭყოიძის, თორნიკე მატარაძის, სოსო ბეკოშვილისა და გიორგი ცუცქირიძის. 

ბელგიის წინააღმდეგ მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა (ფრჩხილებში მითითებულია კლუბი და ეროვნული გუნდის სახელით დადებული ლელოების რაოდენობა):

უკანა ხაზი: 

მერაბ კვირიკაშვილი („ლელო სარაცინსი“, საქართველო, 98)

გიორგი ფრუიძე („ბაგრატი“, საქართველო, 11)

გიორგი კოშაძე (რუსთავის „ხარები“, 1)

მერაბ შარიქაძე („ორიაკი“, საფრანგეთი, 47)

სანდრო თოდუა („ლელო სარაცინსი“, საქართველო, 59)

ლაშა ხმალაძე („ლელო სარაცინსი“, საქართველო, 48)

გიორგი ბეგაძე („ყოჩები“, საქართველო, 51)

შერკინება

გიორგი თეთრაშვილი („აჟენი“, საფრანგეთი, 4)

ბადრი ალხაზიშვილი („ტულონი“, საფრანგეთი, 2)

გიორგი მელიქიძე („სტად ფრანსეზი“, საფრანგეთი, 2)

გიორგი ნემსაძე („ბრისტოლი“, ინგლისი, 65)

ნოდარ ჭეიშვილი („ლელო სარაცინსი“, საქართველო, 4)

ლაშა ლომიძე („ბეზიე“, საფრანგეთი, 25)

გიორგი თხილაიშვილი („ბათუმი“, საქართველო, 33)

ბექა გორგაძე („მონ დე მარსანი“, საფრანგეთი, 7)

სათადარიგოები:

ბექა წიკლაური („ლოკომოტივი“, საქართველო, 25)

ლაშა მალაღურაძე („კრასნი იარი“, რუსეთი, 73)

ვაჟა ხუციშვილი („ლოკომოტივი“, საქართველო, 22)

გიორგი ჭყოიძე („ლელო სარაცინსი“, საქართველო, 0)

თორნიკე მატარაძე („ლიონი“, საფრანგეთი, 0)

სოსო ბეკოშვილი („ბრივი“, საფრანგეთი, 0)

ოთარ გიორგაძე („კლერმონი“, საფრანგეთი, 0)

გიორგი ცუცქირიძე („ბრივი“, საფრანგეთი, 0)

ბელგიასთან შეხვედრისას საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე იქნება. 

საქართველოს ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
ქართველი მორაგბის ლელო IRB–მ თებერვლის ტოპ–10–ში შეიყვანა

საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების გარდა ევროპის „ერთა თასისთვის“ იბრძოლებენ გერმანიის, ესპანეთის, რუმინეთისა და რუსეთის გუნდები.

ევროპის „ერთა თასის“ მოქმედი მფლობელი საქართველოს ნაკრებია, რომელმაც ჯილდო ზედიზედ ექვსჯერ მოიგო. სულ ქართველ ბორჯღალოსნებს ამ ტურნირზე რვა გამარჯვება აქვთ მოპოვებული.

ყველა ახალი ამბავი
0