თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშის მერაბ კვირიკაშვილის ლელო რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მიერ შედგენილ თებერვლის საუკეთესოთა ათეულში მოხვდა.
კვირიკაშვილმა თავი 27 თებერვალს გამოიჩინა ევროპის ერთა თასის ფარგლებში თბილისში ესპანეთის ნაკრებთან ჩატარებულ შეხვედრაში (38:7).
საქართველოს ნაკრები ტურნირზე სამი ჩატარებული მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილს 100%–იანი მაჩვენებლით ლიდერობს. გუნდის აქტივში 15 ქულაა. მომდევნო ადგილებზე რუმინეთი (14 ქულით) და რუსეთი (9 ქულით) არიან.
12 მარტს სოჭში ქართველი მორაგბეები ევროპის ერთა თასის მომდევნო შეხვედრას რუსეთის გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებენ.