თბილისს 2017 წელს რაგბის ახალი სტადიონი შეემატება

გამოწერა
ეს იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც ამ უბანს მნიშვნელოვნად გააცოცხლებს... ამ ტერიტორიაზე მოვაწყობთ სათანადო ინფრასტრუქტურით აღჭურვილ და ყველა სტანდარტით უზრუნველყოფილ მოედანს, განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. თბილისში 2017 წელს თანამედროვე სტანდარტების რაგბის ახალი სტადიონი შეემატება. რაგბის მოედანი ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონში განთავსდება.
პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 716 440 ლარი გამოიყო.

მირიან ლებანიძე - Sputnik საქართველო
მირიან ლებანიძე: თბილისში ველო-ბილიკები მოეწყობა

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით საძირკველში სიმბოლური კაფსულა ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ჩადეს. ღონისძიებას მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ, ნათქვამია თბილისის მერიის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„პროექტი ძალიან  საინტერესოა იმით, რომ ეს იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც ამ უბანს მნიშვნელოვნად გააცოცხლებს… აღნიშნულ პროექტს ჩვენ წელსვე დავასრულებთ და ამ ტერიტორიაზე მოვაწყობთ სათანადო ინფრასტრუქტურით აღჭურვილ და ყველა სტანდარტით უზრუნველყოფილ მოედანს იმისთვის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს“, — განაცხადა თბილისის მერმა.

პროექტით მიხედვით, მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მოედანი, აშენდება 400 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა, ადმინისტრაციული შენობა კი 500 კვ/მ-ზე განთავსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საბა კონსტრაქშენი" განახორციელებს.

სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ივლისში  დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0