მირიან ლებანიძე: თბილისში ველო-ბილიკები იქნება
„ჩვენ ვგეგმავთ, რომ პირველი მარშრუტი დედაენის ბაღიდან მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე გაკეთდეს ვახუშტის ხიდის მიმართულებით“, — თქვა მირიან ლებანიძემ.
მირიან ლებანიძის თქმით, დედაქალაქში ასევე იგეგმება 26 ველო-სადგომის მოწყობაც.