ქალი როდესაც იხდის... სულაც არ ნიშნავს სტრიპტიზს...

© AP Photo / Dan Steinbergთაბამედროვე სტრიპტიზი პლასტიკისა და ქორეოგრაფიის შერწყმაა
თაბამედროვე სტრიპტიზი პლასტიკისა და ქორეოგრაფიის შერწყმაა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი ღირსეული, დარბაისელი და თავშეკავებული აივანი უნდა ცოტა შევცვალოთ და გავამხიარულოთ. ერთხელ ხომ შეიძლება… სულ მთლად რომ არ გასერიოზულდეს და არ მოიწყინოს…

ამიტომ გთავაზობთ ცოტა ხნით ვიმოგზაუროთ ბოჰემურ პარიზში და წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი აივანი გადაიქცა, მაგალითად მყუდრო პარიზულ ქუჩის კაფედ, რომელსაც ახსოვს ტულუზ ლოტრეკი და მისი საყვარელი, იმ დროისთვის ძალიან პოპულარული, მაგრამ ცოტა “უხერხული ცეკვა” „კან-კანი“…

ეკატერინა მაქსიმოვა - Sputnik საქართველო
მთავარია ცეკვავდე და რა მნიშვნელობა აქვს – სად...

მაგრამ „კან-კანს“ კიდევ რა უჭირს, ის  მოკრძალებულიც იყო იმ ცეკვასთან შედარებით, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი და რომელიც „კან კანზე“ 50 წლით გვიან შეიქმნა…

ანუ, ზუსტად ამ დღეს, 1893 წლის 9 თებერვალს, ცნობილ კაფე „მულენ რუჟში“, სტუდენტური შეკრების დროს, მოდელმა, სახელად მონამ, ცეკვის დროს, ნელ-ნელა გაიძრო ტანისამოსი, რისთვისაც 100 ფრანკით დაჯარიმდა…

სამაგიეროდ გაჩნდა ახალი ცეკვა, რომლებსაც ფრანგებმა რატომღაც ინგლისური სახელწოდება მისცეს (ცეკვის ფრანგულად დასახელება, როგორც ჩანს მოერიდათ) – „სტრიპტიზი“… (strip — გახდა, tease — გამოწვევა)…

სანამ გულში გავკიცხავდეთ უსაქციელო მონას, მინდა მოგახსენოთ, რომ სინამდვილეში სტრიპტიზი ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან არსებობდა… უბრალოდ მაშინ მის შემსრულებლებს უწოდებდნენ ალმეიებს, რაც არაბულად ნიშნავს „განათლებულ ქალს“ და ისინი იყვნენ ეგვიპტური ღმერთის — ოსირისის კულტის მიმდევრები. ღვთისმსახურების დროს, ისინი ცეკვის და სიმღერის დროს იხდიდნენ, რადგანაც ითვლებოდა, რომ სიშიშვლე — საუკეთესო ფორმაა ღმერთის პატივისცემის გამოსახატავად. სტრიპტიზის კიდევ ერთ წინაპრად ითვლება  ანტიკური ეპოქის „ბზიკის ცეკვა“, რომლის დროსაც შალში გახვეული მოცეკვავე ასრულებდა ტანსაცმელში გაბლანდული  ბზიკის გათავისუფლების იმიტაციას და ცეკვის დროს  იძრობდა შალს…

შაკირა - Sputnik საქართველო
გულებში არ გრილა, თუ ცეკვავს შაკირა...

აღსანიშნავია, რომ ამერიკაში და ნორვეგიაში რამდენჯერმე ჩატარდა სასამართლოები, რომელთა ვერდიქტების თანახმად,სტრიპტიზი ისეთივე ხელოვნების დარგია, როგორც მაგალითად ბალეტი ან ოპერა და ამიტომაც მაყურებელმა უნდა შეიძინოს ბილეთები, რომლებიც   დამატებული ღირებულების გადასახადითაც კი არ უნდა დაიბეგროს….

დღეისათვის გამოკითხულ რესპონდენტთა 84% —ის აზრით — სტრიპტიზიორი მოცეკვავის პროფესია — არაფრით არ გამოირჩევა სხვა პროფესიისგან… აი, რას ფიქრობს დანარჩენი 16% — კი, სავარაუდოდ იოლი მისახვედრია…

საინტერესოა, რომ სტრიპტიზის მოცეკვავეთა 92% ქალები არიან და რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, თურმე, 5 სტრიპტიზიორი ქალიდან მხოლოდ 1 მათგანს ყავს ე.წ. „მუდმივი კლიენტი“, რომელიც ხშირად ესწრება მის გამოსვლას, ხოლო 5 სტრიპტიზიორი მამაკაციდან მუდმივი კლიენტი-ქალბატონი ყავს 4-ს… არ ვიცი, რითი შეიძლება ამის ახსნა — იმით, რომ ამ პროფესიაში კაცები ბევრად ნაკლებია, თუ იმით, რომ ქალები უფრო „ვერნები“ ვართ…

ალბათ, ყველას გვახვს ნანახი ფილმი „სტრიპტიზი“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს შესანიშნავი დემი მური, რომელიც იხსენებდა, რომ არნახულად ბევრი მუშაობა და სტრიპტიზის უამრავი გაკვეთილი დაჭირდა იმისთვის, რომ ელეგანტურად ესწავლა ამ ცეკვის შესრულება… კრიტიკოსების აზრით, ეს ფილმი ერთერთი საუკეთესოა მსახიობის ფილმოგრაფიაში. დემი მურის ჰონორარმა კი ამ ფილმში მონაწილეობისთვის 12 მილიონი დოლარი შეადგინა…

რედგანაც დღეს ასეთი თავისუფალი დღე გვაქვს, შემოგთავაზებთ ფრაგმენტს ამ ფილმიდან…

შეიძლება ზოგიერთი არ დამეთანხმოს და ჩათვალოს, რომ ეს ცეკვა მაინც ვულგარულია და რომ, მაგალითად ასეთ სერიოზულ მსახიობს, რომელიც გვახსოვს „მოჩვენებიდან“ არ უნდა შეესრულებინა ეს როლი… ნამდვილად არ შეგეკამათებით, მაგრამ ერთიც არის — ყველაფერი რაც კეთდება პროფესიონალურად, მაინც ლამაზია… ზოგიერთ ცეკვისთვის აუცილებელია, რომ ქალი იყოს გამომწვევი და თუ ეს ქალს მიზნად აქვს დასახული, სულ არა აქვს მნიშვნელობა, ის თავის ცეკვას ასრულებს ღერძთან თუ დიდი პიტონით ხელში… მაგალითად, როგორც  მომხიბვლელი სალმა ჰაიეკი ცნობილ ფილმში“დაისიდან აისამდე“…

ან კიდევ მთლად სერიოზული და მსახიობებში ერთერთი ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე ნატალი პორტმანი ფილმში „სიახლოვე“…

მოკლედ, იცით, რა მგონია…

 

ქალი როდესაც იხდის,

სულაც არ ნიშნავს სტრიპტიზს…

როცა შიშვლდება სინდისი,

მაშინ  იწყება  სტრიპტიზი)))

რაც შეეხება კაცის სტრიპტიზს, მოდით ცოტა გავხალისდეთ ერთი საოცარი პაროდიით, პოპულარული შოუმენის, ა. რევას შესრულებით…

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და წარმატებულ დღეს!

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

ყველა ახალი ამბავი
0