ლევან კალანდაძე: საბიუჯეტო ხარჯები ეკონომიკურ გამოწვევებზე უნდა იყოს მორგებული

© photo: Sputnik / Stringerფულის კუპიურები
ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წელს დაფიქსირებული 2.2 % ეკონომიკური ზრდა ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ცვლილებების გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს განუცხადა “Sputnik- საქართველოს” ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ.

„რიგ შემხვევებში ჩვენ გვჭირდება გარკვეული ეკონომიკური კომპონენტის გაძლიერება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში.  ეს ნიშნავს არა იმას, რომ ბიუჯეტი უნდა შევამციროთ, არამედ იმას, რომ პრიორიტეტები სწორად უნდა განვსაზღვროთ.  საბიუჯეტო ხარჯები შედეგზე ორიენტირებული და გარკვეულ გამოწვევებზე მორგებული  უნდა იყოს“-აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

მისი თქმით, ბიუჯეტი გარკვეულწილად მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას უნდა ემსახურებოდეს,  რადგან  შარშანდელი 2.2 %-იანი მშპ არის საკმაოდ დაბალი მონაცემი. ის სტრუქტურული პრობლემები კი, რაც ერთის მხრივ ქვეყნის ეკონომიკას და მეორეს მხრივ საგადასახადო ბალანსს გააჩნია, ეკონომიკურ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების  საჭიროებაზე მეტყველებს. 

„2017 —18 წლების ეკონომიკური პოლიტიკა  პრობიზნესური და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის  ზრდაზე ორიენტირებული უნდა იყოს. ამან კი  თავის მხრივ  ეკონომიკური ზრდის მეტნაკლებად სასურველი მაჩვენებელი უნდა უზრუნველყოს“, — მიაჩნია ეკონომისტს. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტროს პროგნოზი არ გამართლდა – 2016 წლის ბიუჯეტი შეიცვალა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, 2017 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 3,9%-ს მიაღწევს, რასაც ხელს შეუწყობს  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) ხელშეკრულების ამოქმედება.  

2016 წელს კი ამავე ბანკის პროგნოზით   საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3,4% უნდა ყოფილიყო, ხოლო სსფ-ს მონაცემებით მშპ 2,5%.

კალანდაძის აზრით,  რადგან საქართველოში დაგეგმილი იყო  რიგი მსხვილი პროექტების განხორციელება,  არსებობდა გარკვეული მოლოდინებიც, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ასევე ეკონომიკური აქტივობის ზრდის თვალსაზრისით. მაგრამ მათი განხორციელება საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ გარკვეული ცვლილებები ხელისუფლებას სწრაფი გადაწყვეტილებების  მხრივაც სჭირდება. 

ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
ლევან კალანდაძე: მთავრობამ მეწარმეების ზარალი ბიუჯეტიდან არ უნდა აანაზღაუროს

„მხედველობაში მაქვს სამი მსხვილი პროექტი, რომელთა იმპლემენტაციის  პროცესის დაჩქარებაც, მნიშვნელოვნად შეუწყობს 2017 წელს ეკონომიკური ზრდის მაღალი  მაჩვენებლის დაფიქსირებას. ესენია   სუფსის ნავთობგადამამაუშავებელი ქარხანა, ნენსკრასა და ხუდონის ჰესები“ —აღნიშნა ეკონომისტმა. 

მისივე თქმით, ამ პროექტებთან დაკავშირებული სამუშაოების დროულად  დაწყება  მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს  საინვესტიციო გარემოს, ხოლო სავალუტო შემოდინებები, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ეკონომიკურ  ზრდის მეტ ნაკლებად ოპტიმალური მაჩვენებლის დაფიქსირებას, მეორეს მხრივ კი,  იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი  ფინანსური და სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით. 

ნატა პატარაია 

 

ყველა ახალი ამბავი
0