ფინანსთა სამინისტროს პროგნოზი არ გამართლდა – 2016 წლის ბიუჯეტი შეიცვალა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცვლილებების თანახმად, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაიზარდა შემოსულობები და შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა შესწორებები 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის თანახმად, საბიუჯეტო წლის დასრულებამდე ორ კვირაზე მცირე დროში გაირკვა, რომ საქართველომ იმაზე მეტი გრანტები და კრედიტები მიიღო, ვიდრე დაგეგმილი იყო.

საბიუჯეტო წელი 31 დეკემბერს მთავრდება და უკვე 1 იანვრიდან ქვეყანა ახალი ბიუჯეტით განაგრძობს ცხოვრებას.

მიმდინარე წლის შედეგებით კი გამოირკვა, რომ სახელმწიფო ბუჯეტის შემოსულობები, მოზიდული საინვესტიციო გრანტებისა და კრედიტების ხარჯზე, 173 ლარით გაიზარდა და 10,3 მლრდ ლარი შეადგინა, შემოსავლები კი არ შეცვლილა. ასევე არ შეიცვალა პროგნოზირებული საგადასახადო შემოსავლები.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, შემოსულობების ზრდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სამინისტროების მიერ გრანტების მოზიდვას უკავშირდება.

ასევე, ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი გაიზრდა 181.2 მლნ ლარით და შეადგინა 1 456.2 მლნ ლარი.

შესწორებების თანახმად, ასევე გაიზარდა ბიუჯეტის ასიგნებები, რამაც 10,3 მლრდ ლარი შეადგინა. ასიგნებების ზრდა დაკავშირებულია გრანტებისა და კრედიტების გადახდის გაზრდასთან.

ამავე დროს, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ხარჯზე, მცირდება სამინისტროების და საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და უწყებების უმეტესი ნაწილის ასიგნირება, მობილიზებული რესურსი მიემართება ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის დასაფინანსებლად.


ყველა ახალი ამბავი
0