ლევან კალანდაძე: მთავრობამ მეწარმეების ზარალი ბიუჯეტიდან არ უნდა ანაზღაუროს
„ადამიანებმა უნდა ისწავლონ, რომ მათ უნდა დააზღვიონ საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის თანმდევი რისკები და ნებისმიერი ხანძარი, წყალდიდობა თუ მიწისძვრა – მათი პასუხისმგებლობაა და არა სახელმწიფოსი“, — აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, სადაც „ოქროს სამყარო“ და საბითუმო ბაზრობა იყო განთავსებული, ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 13 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით“, რაც ისჯება სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.