საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის

© Christiaan Triebertდათუნია პალატაში
დათუნია პალატაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო დაზღვევის სრული პაკეტით სარგებლობას შეძლებენ ისინი, ვინც 2013 წლიდან ნაწილობრივი პაკეტით სარგებლობდა, ხოლო ვისაც სახელმწიფო და კერძო დაზღვევაც ჰქონდა, ის მხოლოდ კერძო დაზღვევის მომსახურების მიღებას შეძლებს

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა.

პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფო დაზღვევის მინიმალური პაკეტით სარგებლობდა, სრულ პაკეტს მიიღებს, ხოლო ისინი, ვისაც ერთდროულად სახელმწიფო და კერძო დაზღვევა ჰქონდა, მხოლოდ კერძო დაზღვევით ისარგებლებენ.

ცვლილებათა პროექტი განიხილებოდა საქართველოს მთავრობის სხდომაზე. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრიფინგი ჩაატარა და ჟურნალისტებს ის სიახლეები გააცნო, რომლებიც სახელმწიფო დაზღვევას შეეხება.

თბილისის ცენტრალური კლინიკა - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინიტრო დამრღვევ კლინიკებთან ახალ ურთიერთობებზე გადადის

მისი თქმით, 2013 წლის 1 ივლისიდან დღემდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მხოლოდ ის პირები სარგებლობდნენ, რომლებსაც იმ მომენტისათვის კერძო დაზღვევა არ გააჩნდათ, ხოლო იმ პირებს, რომლებიც კერძო დაზღვევით სარგებლობდნენ, სახელმწიფო პროგრამის სარგებლობის საშუალება არ ჰქონდათ.

2013 წლის 1 ივლისის მონაცემებით, კერძო დაზღვევით დაახლოებით 500000 ადამიანი სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა მიზეზთა გამო (მაგალითად სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში) დაზღვევის გარეშე დარჩნენ. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის უფლება კი ჰქონდათ, მაგრამ მათ მხოლოდ მინიმალური პაკეტით სარგებლობის უფლება ჰქონდათ.

ცვლილებათა შედეგად, რომლებიც ძალაში 1 მარტს შევა, დაახლოებით 120000 ადამიანი, ვისაც 2013 წლის 1 ივლისიდან კერძო დაზღვევა არ გააჩნიათ და სახელმწიფო დაზღვევის მხოლოდ მინიმალური პაკეტით სარგებლობენ, სრული პაკეტის მიღებას შეძლებენ.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
საპენსიო რეფორმა ეკონომიკურ ზრდას სტიმულს მისცემს

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2013 წელს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი კერძო დაზღვევის მომხმარებლების მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდებოდა, მაგრამ მოგვიანებით მათ ის შეიძინეს და ამავე დროს მათ სახელმწიფო დაზღვევაც ჰქონდათ. ამგვარად ისინი ორმაგი დაზღვევის მომხმარებლები გახდნენ. 1 მარტიდან ისინი მხოლოდ კერძო დაზღვევის მომსახურებით ისარგებლებენ. 

ჯანდაცვის სამინისტრომ განაახლა და გადაამოწმა საქართველოს დაზღვეულ მოქალაქეთა სიები. მონაცემთა ბაზების განახლებაზე მუშაობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო.


ყველა ახალი ამბავი
0