თაღლითობა 95,5 ათასი დოლარის ფარგლებში: იძულებით გადაადგილებული პირები მოატყუეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპატრულის ეკიპაჟი
პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს თაღლითები 95,5 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ დაჰპირდნენ ბინებს, რომლებსაც სახელმწიფო გასცემს.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით მამაკაცი და ორი ქალი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე მოსეინეები - Sputnik საქართველო
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილი შემწეობას ვერ მიიღებს

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულებმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში დევნილებისთვის განკუთვნილი ბინების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოტყუებით გამოართვეს 95 500 აშშ დოლარი.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „თაღლითობა დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ“, რაც ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

ამჟამად საქართველოში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 267 ათასი პირია. სახელმწიფო მათ საცხოვრებელი ფართით ან შესაბამისი კომპენსაციით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, იძულებით გადაადგილებული პირები სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობენ.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართი გადაეცა იძულებით გადაადგილებულ 13 749 ოჯახს.

დევნილებმა პირი ამოიკერეს - Sputnik საქართველო
სამინისტრო: პირის ამოკერვა ბინის მიღების საბაბი არ არის

საქართველოში იძულებით გადაადგილებულთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი სახეობა არსებობს — სახელმწიფო მათთვის ბინებს ყიდულობს, აშენებს მრავალბინიან სახლებს, თუ დევნილებს დაკავებული აქვთ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ფართი, მას უკანონებს, თუ კერძო საკუთრებაში არსებულ ფართს იკავებენ, სახელმწიფო მათთვის ამ ფართს ყიდულობს და დევნილებს გადასცემს.

იმისთვის, რომ დაიკანონონ საცხოვრებელი ფართი ან ახალი ბინა მიიღონ, დევნილებმა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.

ყველა ახალი ამბავი
0