სამინისტრო: პირის ამოკერვა ბინის მიღების საბაბი არ არის

გამოწერა
იძულებით გადაადგილებული პირებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბინებს კორუფციული სქემის მიხედვით არიგებს და პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ, ბინების მიღებას მხოლოდ შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ შეძლებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

რუსთაველის გამზირზე მოსეინეები - Sputnik საქართველო
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილი შემწეობას ვერ მიიღებს

ზუგდიდში რამდენიმე დევნილი დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის გადადგომას ერთი კვირის განმავლობაში მოითხოვს. მათი მტკიცებით, დევნილთათვის ბინების განაწილება კორუფციული სქემით მიმდინარეობს, რის გამოც მათ აქამდე ვერ შეძლეს საცხოვრებელი ფართების მიღება.

 „მათთან მუდმივ კავშირში ვართ. პროტესტის ამ ფორმით ისინი ბინების მიღების პროცესის დაჩქარებას ვერ შეძლებენ. მათ შეავსეს განაცხადები, რომლებიც მონიტორინგს ექვემდებარება. ეს ნიშნავს, რომ მათ ბინების მიღების რეალური შანსი აქვთ. მაგრამ მანამ, სანამ მონიტორინგი არ დასრულდება, ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემთ. მათ ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია აქვთ“, — განაცხადა სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, შესახლების პროცესი, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში დაიწყება, აღნიშნა მან.

 „ამ ეტაპზე განხილვის პროცესში 11000 განაცხადია“, — ხაზგასმით აღნიშნა  პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოში 150-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადასცემენ

საქართველოში იძულებით გადაადგილებულთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი სახეობა არსებობს —  სახელმწიფო მათთვის ბინებს ყიდულობს, აშენებს მრავალბინიან სახლებს, თუ დევნილებს დაკავებული აქვთ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ფართი, მას უკანონებს, თუ კერძო საკუთრებაში არსებულ ფართს იკავებენ, სახელმწიფო მათთვის ამ ფართს ყიდულობს და დევნილებს გადასცემს.

ამჟამად საქართველოში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 267 ათასი პირი ცხოვრობს. 

იმისთვის, რომ დაიკანონონ საცხოვრებელი ფართი ან ახალი ბინა მიიღონ, დევნილებმა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.


ყველა ახალი ამბავი
0