საბავშვო ბაღის აღმზრდელის წერილი მშობლებს: ვლოცულობთ, რომ მოთმინებამ არ გვიღალატოს...

© FL/Leonid Mamchenkovსაბავშვო ბაღის აღსაზრდელები
საბავშვო ბაღის აღსაზრდელები - Sputnik საქართველო
გამოწერა

ცოტა ხნის წინ თბილისში უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა: ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელს მშობელი შვილის ცემაში ადანაშაულებდა.

პატარას მართლაც ეტყობოდა სახისა და კისრის არეში სილურჯეები, მაგრამ პედაგოგი კატეგორიულად უარყოფდა ცემის ფაქტს. საქმე ახლა გამოძიების სტადიაზეა, აღმზრდელი კი დროებით გაათავისუფლეს სამსახურიდან.

შესაძლოა, სწორედ ამიტომაც მიიქცია ჩვენი ყურადღება ერთ-ერთ ამერიკულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულმა წერილმა, რომელიც მეგან დივაინს ეკუთვნის — ოთხი შვილის დედასა და, პარალელურად, საბავშვო ბაღის აღმზრდელს.

აი, რას წერდა ის რედაქციას ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე: 

საბავშვო ბაღი თბილისში - Sputnik საქართველო
153-ე ბაგა-ბაღის პედაგოგს მშობელი ბავშვის ცემაში ადანაშაულებს

„ახლა ადრიანი დილაა. სანამ ჩემ ოთხ შვილს სძინავს, მშვიდად ვზივარ — ყავის უზარმაზარი ჭიქით ხელში და კუჭის სპაზმით.

საბავშვო ბაღის აღმზრდელი და თან დედა ვარ. ვცდილობ, სანამ სამსახურში გავალ, ყველა დღე შვილებთან გავატარო…

წინ სია მიდევს — 22 პატარა ადამიანის სია, რომლებიც მე მანდეს. მე უნდა ვასწავლოთ მათ კითხვაც, საკუთარი სურვილების გაცნობიერებაცა და ბევრი სხვაც. 

სასწავლო წელი რომ დაიწყება, თქვენი შვილების გარდა ჩემებისთვისაც უნდა გამოვნახო დრო, ქმრისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც, რათა აუცილებელი წონასწორობა შევინარჩუნო. იყო დედა და მასწავლებელი — ეს სასტიკი პასუხისმგებლობაა, რომელიც მაქსიმალურ თვითშეწირვას მოითხოვს.

ამიტომ დედებს, რომლებიც შვილებს საბავშვო ბაღში წასაყვანად ამზადებენ, ვთხოვ, დაფიქრდნენ და გაიაზრონ:

იყავით შემწყნარებლები აღმზრდელების მიმართ. ჩვენ აქ თქვენი შვილებისთვის ვართ და ვცდილობთ დავეხმაროთ მათ განვითარება-სწავლაში, მოვამზადოთ ისინი ამ უზარმაზარ სამყაროსთან შესახვედრად.

ბავშვი დედასთან და მამასთან ერთად - Sputnik საქართველო
სკოლის დირექტორის წერილი მკაცრ და ჯიუტ მშობლებს — ინტერნეტსივრცის მსჯელობის საგანი

ჩვენც ვნერვიულობთ, როდესაც ბაღში პირველი დღისთვის ვემზადებით. წინასწარ განვიცდით, რომ შესაძლოა რომელიმე ბავშვს უცბად ისტერიკა დაეწყოს და ამის მერე ის მაგიდას უნდა მივუსვათ სადილისთვის.

გაცნობიერებული გვაქვს საკუთარი ქმედების ძალა — დადებითიცა და უარყოფითიც. ვლოცულობთ, რომ მოთმინებამ არ გვიღალატოს. ვცდილობთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენ ძალებშია. ვიმედოვნებთ, რომ ვიპოვით სიტყვებს, რომლებიც ბავშვებთან კონტაქტის დამყარებაში დაგვეხმარება. გვინდა, რომ ბავშვებსაც ისევე უყვარდეთ მასწავლებლები, როგორც ჩვენ ისინი.

შინ რომ ვბრუნდებით, ისევ ბავშვებზე ვფიქრობთ. ვცდილობთ გავერკვეთ, რა არ ჰყოფნით და რა შეიძლება მივცეთ იმ ბავშვებს, რომლებიც თქვენ ჩვენ გვანდეთ.

მშობლებო, ჩვენ თქვენი მოკავშირეები ვართ. თქვენ კი იყავით საკუთარი შვილების პარტნიორები: შეეკითხეთ და მოუსმინეთ მათ. მიიღეთ და გაეცით პასუხები. განავითარეთ ეს პარტნიორობა ჩვენდამი პატივისცემისა და ნდობის ნიშნად…

ჭიქას თავიდან ვავსებ ქაფქაფა ყავით და გთავაზობთ სადღეგრძელოს: დაე, ეს წელი იყოს ჩვენი მეგობრობის, თანამშრომლობისა და შვილებით მოგვრილი სიხარულის წელი“.

ყველა ახალი ამბავი
0