153-ე ბაგა-ბაღის პედაგოგს მშობელი ბავშვის ცემაში ადანაშაულებს

© FB / Aagency of Management of Kindergartensსაბავშვო ბაღი თბილისში
საბავშვო ბაღი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვს ზედაპირული დაზიანებები და სილურჯე აღენიშნება სახისა და კისრის არეში.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. 153–ე ბაგა–ბაღის აღსაზრდელის მშობელი აღმზრდელს ბავშვის ცემაში ადანაშაულებს, იუწყება ტელეკომპანია იმედი.

შემთხვევა მუხიანში მოხდა. მშობლის ვარაუდით, მისი შვილი პედაგოგმა სცემა. მისივე თქმით, იგი მას შემდეგ დაეჭვდა, რაც ბავშვის სახეზე დაზიანებები და სილურჯეები შენიშნა.

დედამ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რის შემდეგაც ბავშვი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს.

„სახლში, რომ მივედი, დავეჭვდი, რატომ ჰქონდა ბავშვს სილურჯეები და ჩაქცევები ყურის ბიბილოებში. ბავშვმა მითხრა, რომ თამუნა მასწავლებელმა სცემა. გამოვიძახე პატრული. გადაგვიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ბავშვს ჰქონდა დაზიანებები სახის და კისრის არეში“, – განაცხადა ბავშვის დედამ ოლიკო თითიაშვილმა.

შეშა - Sputnik საქართველო
ყოფილ ჩინოვნიკს საბავშვო ბაღებისთვის საყიდელი შეშის ფულის მითვისება ბრალდება

კლინიკაში ადასტურებენ, რომ ბავშვს აღენიშნება დაზიანებები სახისა და კისრის არეში, თუმცა ექიმებს დაზიანების გამომწვევ მიზეზზე საუბარი არ შეუძლიათ.

პედაგოგი ცემის ფაქტს არ ადასტურებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბაღების მართვის სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. პედაგოგი უკვე დაბარებულია სააგენტოში.

საქმეზე გამოძიება დაიწყო 126-ე მუხლით, რაც არასრულწლოვანის მიმართ დანაშაულის ჩადენას გულისხმობს და ისჯება ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0