თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს „ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ ყოფილი დირექტორი და ერთ-ერთი მეწარმე, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება ამტკიცებს, რომ 2014 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტმა თანხა გამოყო საბავშვო ბაღებისთვის სათბობი შეშის შესაძენად. ბრალდებულებმა ხელოვნურად გაზარდეს შესასყიდი პროდუქციის რაოდენობა, რეალურად შეისყიდეს საბავშვო ბაღებისთვის არასაკმარისი სათბობი შეშა, ხოლო გამოყოფილი საბიუჯეტო თანხიდან 12 762 ლარი მიითვისეს.
შემდეგში ჩინოვნიკი თანამდებობიდან გადადგა, თუმცა მომხდარიდან ერთი წლის შემდეგ პასუხისმგებლობაში მაინც მიეცა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით (სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება), რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.