მინისტრი: ბათუმში თურქული სკოლის დახურვა პოლიტიკას არ უკავშირდება

© Courtesy of Aleksandre Jejelavaალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რეფაიდინ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმში დარღვევები გამოავლინა და მისი ავტორიზაცია შეაჩერა.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ბათუმის რეფაიდინ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია ჩამოერთვა გამოვლენილი დარღვევების და არა პოლიტიკური მოსაზრებების გამო, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

რეფაიდინ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი - Sputnik საქართველო
ბათუმის თურქულ სკოლას ავტორიზაცია შეუჩერდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თურქულ სკოლაში საქართველოს განათლების სისტემისთვის შეუსაბამო სტანდარტები აღმოაჩინა, რის გამოც გასულ კვირაში სასწავლო დაწესებულებას ავტორიზაცია შეუჩერდა. სკოლის ხელმძღვანელობა სამინისტროს გადაწყვეტილებას პოლიტიკას უკავშირებს.

„სამწუხაროდ, ამ სკოლამ ვერ დააკმაყოფილა კონკრეტული საკანონმდებლო მოთხოვნები. ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ ქართულ, თურქულ ან ფრანგულ სკოლებს ერთნაირად ამოწმებენ“, — განაცხადა ჯეჯელავამ.

მისი თქმით, თურქული სკოლის დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.

„სკოლაში მყოფი მოსწავლეების დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი“, — განმარტა მინისტრმა.

თბილისის პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო
საქართველოში 2017 წელი განათლების წლად გამოცხადდა

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ თურქული სკოლისთვის ავტორიზაციის ჩამორთმევის გადაწყვეტილება პოლიტიზირებული არ არის.

„ამ განცხადებას ჩვენც ვიზიარებთ, არც ერთი ქვეყნის არანაირი პოლიტიკური პროცესი, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახებოდეს და არც აისახება სკოლებზე და საგანმანათლებლო სისტემაზე“, — აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

რეფაიდინ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2016 წლის ივლისში მოექცა. მაშინ თურქეთის გენერალურმა კონსულმა საქართველოში იასინ თემისქანმა განაცხადა, რომ ამ და სხვა თურქულ სკოლებს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ფეთჰულა გიულენის ფონდი აფინანსებს. სკოლებში ეს ინფორმაცია უარყვეს.

ყველა ახალი ამბავი
0