თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოში ახალი 2017 წელი განათლების წლად გამოცხადდა, შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ მიიღო. განათლება საქართველოში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება და ხელისუფლება მომავა წელს მის განვითარებას დიდ ყურადღებას მიაქცევს.
ეს განსაკუთრებით საშუალო და პროფესიულ განათლებას ეხება. ხელისუფლებას ამ სფეროს მთლიანად რეფორმირება აქვს დაგეგმილი.
წინასწარი ინფორმაციით, 2017 წელში საქართველო საშუალო განათლების ორდონიან სისტემაზე გადავა, რომელშიც დიდი ყურადღება პროფესიის არჩევასა და შესაბამის სფეროში დასაქმებას მიექცევა.