შოთა მაჭარაშვილი: ბაზარზე მეტი კარგი ქართული ღვინო გამოჩნდება

© FB/Shota Macharashviliშოთა მაჭარაშვილი
შოთა მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი ახალი სახეწლმწიფო პროგრამა მეღვინეობის განვითარებას შეუწყობს ხელს, მიაჩნია ჟურნალ „აგრარული საქართველოს“ მთვარ რედაქტორს შოთა მაჭარაშვილს.

„ეს სახელმწიფო პროგრამა შედეგს უდავოდ მოიტანს, ის ხელს შეუწყობს საოჯახო, საშუალო და მცირე მარნების შექმნას და საკუთარი ადგილდასახელების ღვინოების წარმოებას. გარდა ამისა გაზრდის ფერმერების შემოსავალს“, — განუცხადა შოთა მაჭარაშვილმა „sputnik–საქართველოს“.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მევენახობის მიმართულებით 40 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი საქმიანობს, რომელშიც გაერთიანებულია 250 მეპაიე, მათ საკუთრებაში არსებული ვენახების ფართობი 316 ჰა —ს შეადგენს.

ქვევრის შეკეთების პროცესი - Sputnik საქართველო
ქართველი მეღვინე ქალი – ქეთევან ბერიშვილის ოჯახური ტრადიცია

შოთა მაჭარაშვილის თქმით, მევენახეების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ღვინის წაროებით განთქმულ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა, მაგალითად, საფრანგეთი, იტალია ან ჩილე, დიდ როლს ასრულებს ამ დარგის განვითარების საქმეში.

„ყველა ღვინოს თავისი ხელწერა აქვს და რაღაცით გამორჩეულია. სწორედ ამაშია ხიბლი მეღვინეობისა და თუ სახელმწიფო მათ დაეხმარება, ქართულ ბაზარზე კიდევ უფრო მეტი დასახელების პროდუქტს მივიღებთ“, — აღნიშნა შოთა მაჭარაშვილმა.

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ საპილოტეა და მის ფარგლებში არანაკლებ 3 ერთეული საწარმოსთვის საჭირო აღჭურვილობა გაიცემა. პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს.

ღვინო და ყურძენი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: მეღვინეობა და მევენახეობა ქართული სოფლის ფეხზე წამოდგომის საფუძველია

პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილია შემდეგი პირობები: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 ჰა ფართობი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს ვაზის შემდეგი ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, კახური მწვანე, ხიხვი, ქისი, გორული მწვანე, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა (რაჭული).

პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, თავის მხრივ, კოოპერატივმა საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა უნდა უზრუნველყოს.

ყველა ახალი ამბავი
0