კვირიკაშვილი: მეღვინეობა და მევენახეობა ქართული სოფლის ფეხზე წამოდგომის საფუძველია

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavkoღვინო და ყურძენი
ღვინო და ყურძენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა გურჯაანში გამართულ ალკოჰოლური სასმელების ქარხნის პრეზენტაციაზე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიას იმისთვის, რასაც ის ქართული მეღვინეობის უძველესი ტრადიციების შენარჩუნებისა და მსოფლიო მასშტაბით ამ ტრადიციების გასატანად აკეთებს.

თბილისი, 2 ივნისი —Sputnik. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული მეღვინეობა და მევენახეობა არის ქართული სოფლის ფეხზე წამოდგომის საფუძველი, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურჯაანში, შპს „BOLERO & COMPANY"-ს და შპს „გრუზვინპრომის" ალკოჰოლური სასმელების ქარხნის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, მთავრობას გამოყოფილი აქვს რესურსი ბაზრების დივერსიფიკაციისთვის, რაც, როგორც ქარხნის გარშემო, ისე კახეთის რეგიონსა და მთელ საქართველოში წელში გამართული ოჯახების გაჩენის და ქართული ოჯახებისთვის მეტი შემოსავლის მოტანას შეუწყობს ხელს.

RAW London - Sputnik საქართველო
ქართული ღვინო დიდი ბრიტანეთის ბაზრის დაპყრობას ცდილობს

„სამი წლის განმავლობაში 6 ათასი ჰექტარი ვენახი გაშენდა დამატებით, 400 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი შევიდა ქართულ ოჯახებში მეღვინეობიდან და მევენახეობიდან. ეს არის ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულება. ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ, უკვე გამოყოფილი გვაქვს რესურსი ქართული ღვინის რეალიზაციის დივერსიფიკაციისთვის, რათა გავიდეთ ახალ ბაზრებზე, რაც ამ მიმართულებით საქართველოს განვითარების საფუძველი იქნება. ქარხნის გახსნა არის ძალიან სასიხარულო მოვლენა, რაც, დარწმუნებული ვართ, იქნება ახალი წარმატებების საწინდარი", — ციტირებს კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური. 

„Bolero & Company" 2012 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელმაც მოღვაწეობა საკონიაკე სპირტების წარმოების სფეროში დაიწყო და მალე ლიდერი პოზიცია დაიკავა საექსპორტო ბაზარზე. ამჟამად კომპანია წარმატებით ახორციელებს ჩამოსხმული პროდუქციის — ღვინისა და ბრენდის ექსპორტს რუსეთის, უკრაინის, ჩინეთის ბაზრებზე.

ყველა ახალი ამბავი
0