ქართული ღვინო დიდი ბრიტანეთის ბაზრის დაპყრობას ცდილობს

გამოწერა
ბოლო წლების განმავლობაში ქართული ღვინის პოპულარობა დიდ ბრიტანეთში სულ უფრო მეტად იზრდება. განსაკუთრებით მოთხოვნადია ქვევრში დაძველებული ღვინოები.

თბილისი. 23 მაისი — Sputnik. თუ ქართული ღვინო ცნობადი და პოპულარული გახდება დიდი ბრიტანეთის ბაზარზეც სხვა ბაზრების გასაღებიც გახდება — ეს განცხადება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა გიორგი სამანიშვილმა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ჩატარებულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე —,,RAW London” (The Artisan Wine Fair London) გააკეთა.
„დიდი ბრიტანეთი არის ასევე ღვინის ყველაზე დიდი დამფასებელი ქვეყანა, ფაქტიურად მსოფლიოში მეღვინეობის მოდა იქმნება აქ. ეს ქვეყანა არის ჩვენი სტრატეგიული ბაზარი, სადაც კიდევ უფრო მეტი უნდა გაიყოდოს ჩვენი ღვინო, ამის პოტენციალი ქართულ ღვინოს აქვს. თუ ქართული ღვინო ცნობადი და პოპულარული გახდება დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, ეს არის გასაღები ძალიან ბევრ სხვა ბაზარზეც“ — აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ქართულმა ღვინომ ლონდონის საერთაშორისო კონკურსზე სამივე სინჯის მედალი აიღო

გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი).
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობდა ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 მარანი: „საწნახელი“, „მეღვინეობა, ნიკა“, „გოცას ღვინოები“, „თემი“, „ტყუპების ღვინის მარანი“, „მანაველი“, „არტევანი“, „ნათენაძის ღვინო“ და „ხოხბის ცრემლები“.
გამოფენის გახსნას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.
ახალი ღვინის ფესტივალი 2016 - Sputnik საქართველო
ღვინის კლუბმა დღესასწაული მოაწყო

„მინდა მივულოცო ღვინის ეროვნულ სააგენტოს და ყველა ქართველ მეწარმეს, ასეთ პრესტიჟულ გამოფენაში მონაწილეობა, რომელიც პოპულარიზაციას უწევს განსაკუთრებულ ღვინოებს. საქართველო გამოფენაზე აქ ძალიან საინტერსოდ არის წარმოდგენილი. ზოგადად ქართული ღვინო დიდ ბრიტანეთში გვხვდება ძალიან მაღალი დონის რესტორნებსა და მაღაზიათა ქსელებში. ცნობადობა აქ ინტენსიური დინამიკით იზრდება. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ხელი შევუწყოთ ქართული ღვინის, როგორც საქართველოს ელჩის პოპულარიზაციას “, — აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.
როგორც გამოფენის ორგანიზატორმა იზაბელ ლეჟერონმა აღნიშნა, ქართველი მწარმოებლები გამოფენაში რამდენიმე წელია რაც მონაწილეობენ, რაც უკვე აისახება ქართული ღვინოების პოპულარიზაციაზე დიდ ბრიტანეთში.

ყველა ახალი ამბავი
0