ქართულმა ღვინომ ლონდონის საერთაშორისო კონკურსზე სამივე სინჯის მედალი აიღო

© Xcookქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია „შუმის“ მიერ ლონდონის საერთაშორისო ღვინის კონკურსზე წარდგენილმა ოთხივე ღვინომ ჯილდოები დაიმსახურა.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ღვინის ქართულმა კომპანია „შუმის“ ღვინოებმა ლონდონის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „International Wine Challenge 2016“, რომელიც მეღვინეობის დარგში ყველაზე ავტორიტეტულ ღონისძიებად მიიჩნევა, საკუთარი ღვინოები წარადგინა.

კომპანიის განცხადებით, „შუმი“ უკვე მრავალი წელის მონაწილეობს ამ კონკურსში და არერთხელ დაუმსახურებია უმაღლესი შეფასება და ჯილდოები. წელს კომპანიამ კონკურსზე ოთხი ღვინო გაიტანა და ოთხივე მათგანმა ჯილდო მიიღო. 

ქართული ღვინო, სიმღერები და ცეკვები - ღვინის ფესტივალი თბილისში - Sputnik საქართველო
ქართული ღვინო, სიმღერები და ცეკვები - ღვინის ფესტივალი თბილისში

„შუმის“ 2012 წლის „ილერკო“ ერთადერთი ქართული ღვინო აღმოჩნდა კონკურსზე, რომელსაც ოქროს მედალი ერგო. 2014 წლის „მუკუზანმა“ ვერცხლის, 2013 წლის „იბერიულმა წინანდალმა“ — ბრინჯაოს მედლები, ხოლო 2014 წლის „იბერიულმა ქინძმარაულმა“ შექება (commended) დაიმსახურა“, — ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

The International Wine Challenge — მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კონკურსი, მუშაობს უკვე 33 წელია და ცნობილია თავისი სკრუპულოზული ჟიურით, რომლის წევრებიც მთელი მსოფლიოდან წარდგენილ ღვინოებს ბრმად სინჯავენ.

კონკურსში, გარდა ღვინის მწარმოებლებისა, ასევე მონაწილეობენ კომერციული აგენტები, საცალო ვაჭრობის ქსელები, სუპერმარკეტები და ბითუმად მოვაჭრეები.

ყველა ახალი ამბავი
0