ქართული ღვინო, სიმღერები და ცეკვები - ღვინის ფესტივალი თბილისში

გამოწერა

მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალს“ ათასობით თბილისელი ეწვია. ფესტივალის გახსნის ცერემონიას Sputnik-ის საშუალებით გაეცანით.  

ფესტივალის სტუმრებს საუკეთესო ქართული ღვინოების დაგემოვნებისა და ღვინის დამზადების სხვადასხვა ტექნოლოგიების გაცნობის  შესაძლებლობა ჰქონდათ.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ქვევრის ღვინოები საფრანგეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან. დეგუსტაციის მონაწილეებმა დააგემოვნეს ტიერი პუზელას (Thierry Puzelat), ლორენ ბანვართის (Laurent Bannwarth), პაოლო ვიდოპივეცის (Paolo Vidopivec), Vino di Ana–სა და ტომოფუმი ფუჯიმაროს (Tomofumi Fujimaru) ქვევრის ღვინოები. 

„ახალი ღვინის ფესტივალი 2016“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გახსნა.  ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც 80-მდე ღვინის კომპანია, ასევე მცირე ოჯახური და საშუალო მარნები, ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები — პროფესიონალი ენოლოგები, სომელიეები, ღვინის ჟურნალისტები, ვაინბლოგერები და მწერლები ესწრებოდნენ, ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

„ახალი ღვინის ფესტივალის“ ორგანიზატორი საქართველოს ღვინის კლუბია. ქართული ღვინის დღესასწაულის მხარდამჭერები, ტრადიციულად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერიაა. ფესტივალი წელს მეშვიდედ იმართება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0