ჩინეთში ჩატარებული ქართული მუსიკის კვირეული და აღფრთოვანებული მასპინძლები

© FB/ Levan Gotsiridzeლევან გოცირიძე
ლევან გოცირიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არც ისე დიდი ხნის წინ ჩინეთის ქალაქ სიემენში საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული ქართული მუსიკის კვირეული, ქართულ მედიას აქტიურად არ გაუშუქებია. ფაქტის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ გადავწყვიტეთ ამ მის შესახებ თქვენთვის მოგვეთხრო. ამისთვის მასში მონაწილე მუსიკოსებს დავუკავშირდით.

ლევან გოცირიძე — თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრის მუსიკოსი, ელექტრონული ბიბლიოთეკის  ხელმძღვანელი.

-ბატონო ლევან, როგორ წარსდგა საქართველო ჩინეთის ფესტივალზე?

— ჩინეთის ქალაქ სიემენში ქართული კვირეული, ქართული მუსიკის დღეები ჩატარდა. გაიმართა კონცერტების ციკლი, სადაც კლასიკა და ქართული მუსიკა გაჟღერდა. ერთი განყოფილება კლასიკური მუსიკის იყო, მეორეში ქართული მუსიკა გაჟღერდა. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ქართული მუსიკა საქართველოს გარეთ გამეტანა. კლასიკის გარდა ინდივიდუალური პროგრამაც გვქონდა, რაც ინსტრუმენტულ მუსიკას მოიცავდა. ასევე ვეცადე პროგრამაში იმ კომპოზიტორების ნაწარმოებები შემეტანა, რომლებიც ძირითადად არ ჟღერს. სხვათა შორის მეოპერის კამერული ანსამბლის “MonPlaisir” ხელმძღვანელი ვარ, ეს ფრანგულიდან ითარგმნება როგორც „ჩემი სიამოვნება“, მაშინ ბაროკოს ვუკრავდით, 90-იანი წლები, ომის პერიოდი იყო და მსიამოვნებდა ის მუსიკა, რასაც ვუკრავდი. ამიტომ დავარქვი ანსამბლს ასეთი სახელი. 2004 წლიდან ეს უკვე ოპერის ანსამბლია.

ლიანა კახიანი - Sputnik საქართველო
კომპიუტერულ პროგრამაში შექმნილი ნახატები

-რომელი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები გააცანით ჩინურ პუბლიკას?

— წაღებული გვქონდა: გია ყანჩელის, ვაჟა აზარაშვილის, სულხან ცინცაძის ნაწარმოებები, მაგრამ ამასთან ჩემი თანამედროვეებისაც, რომლებიც 90-იან წლებშიმუსიკას ქმნიდნენ და განსხვავებული ხელწერა აქვთ. ისეთი ქართველი კომპოზიტორების შესახებ, რომლის შემოქმედებაშიც ომის დროს წყვეტა მოხდა და მათ შესახებ არავინ იცოდა. იმ დროს მოგეხსენებათ მუსიკისთვის არავის ეცალა. ჩემი თანატოლებიკი წერდნენ მუსიკას, მხედველობაში მყავს: გიო ცინცაძე, გურამ ნადარეიშვილი, ნუკრი აბაშიძე, დათო ევგენიძე, ანუ ჩემი თანამედროვეები. არავინ იცის გიოს, როგორც მუსიკის ავტორის ისტორია. ჩინეთის კონცერტების დროს აკომპანიმენტს საოპერო მომღერლებსაც ვუკეთებდით. ინდივიდუალურ პროგრამაში ინსტრუმენტული მუსიკა გვქონდა, სადაც ვეცადე ის კომპოზიტორებიც გამეჟღერებინა, ვინც ჩვენთან არ ჟღერს. სწორედ ამ ნაწარმოებებზე მაინტერესებდა როგორი რეაქცია ექნებოდათ და მინდა გითხრათ, რომ რეაქცია იყო ძალიან კარგი. 

მარგარიტა ბარამიძე - Sputnik საქართველო
92 წლის გურული, რომელმაც ამერიკაში, ჰოლივუდის ქუჩაზე ბოსტანი და წალკოტი გააშენა

- როგორი იყო თქვენი პირადი შთაბეჭდილება ამ უძველეს ქვეყანაზე? 

— ჩვენ ვიყავით სამხრეთ ჩინეთში, საიდანაც საერთოდ ჩინური კულტურა იწყება. ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია და თბილი გარემო იყო. საკონცერტო დარბაზები ფანტასტიური იყო, ისინი გერმანელების აშენებული ყოფილა. პუბლიკაც ძალიან კეთილგანწყობილი იყო. მე არ ვიცი, რამდენად ესმოდათ, რასაც უსმენდნენ, მაგრამ ზუსტად რეაგირებდნენ, თანაც, მუსიკა ხომ უნივერსალური ენაა. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომემოცია, რაც მუსიკას მოჰქონდა მათ კარგად ესმოდათ. ორგანიზატორებმა რეცენზიები გადმომცეს, მაგრამ ისინი ჩინურ ენაზეა და ჩემთვის გაუგებარია. ეს უფრო ემოციური ფონი იყო. მათ გვითხრეს, რომ ასეთ რეცენზიებს არ ველოდითო. კონცერტის მერე ფესტივალის ორგანიზატორებისგან მოწვევები მივიღეთ.

ვაჟა მანია - Sputnik საქართველო
ვაჟა მანიას წარმატება ნიუ-იორკის საერთაშორისო ჯაზ-კონკურსზე

ნინო ჩაჩუა — ოპერისა ბალეტის თეატრის სოლისტი:

— ეს იყო სიემენის ზამთრის საერთაშორისო ფესტივალი, რადგან ის ჩინეთის ქალაქ სიემენში გაიმართა. ეს საკმაოდ პრესტიჟული ფესტივალია, სადაც „ქართული მუსიკის კვირეული“ ჩატარდა.  მინდა ვახსენო ქალბატონი ნონა ბერაძე, რომელიც მოღვაწეობს ჩინეთში და ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. მან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი შემოქმედება და უშუალოდ ქართული მუსიკა ამ ქვეყნისთვის გაეცნო. ქართველმა მუსიკოსებმა და მომღერლებმა ფესტივალზე ქართული მუსიკა გავიტანეთ. კლასიკური მუსიკის გარდა იყო მასზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართული მრავალხმიანობაც, რაზეც ისე მოეწონათ, რომ ჩინელები გაგიჟდნენ.შესრულდა არიები ოპერებიდან: „აბესალომ და ეთერი“, მე და ვახო ჯაშიაშვილმა შევასრულეთ აბდულ არაბის და რუსუდანის დუეტი დიმიტრი არაყიშვილის ოპერიდან „თქმულება შოთა რუსთაველზე“, ასევე იყო თამარის კავატინა ოპერიდან „დარეჯან ცბიერი“, რომელიც ნუცა ზაქაიძემ იმღერა. მე ვიმღერე მარეხის კანსონეტა ფალიაშვილის ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“. ბოლოს გალაზე ყველამ მომღერლებმა და მუსიკოსებმა ერთად „მრავალჟამიერი“ შევასრულეთ.  ეს მართლაც დაუვიწყარი დღეები იყო და ამგვარ დღეებში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. 

ვახო ჯაშიაშვილი — თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი:

პირველ რიგში დიდი მადლობა ჩვენს მეგობარს სოპრანოს ნონა ბერაძეს, რადგან მან ამ ფესტივალზე წარგვადგინა. ასევე პიანისტს, ქალბატონ ნინა სტეპანიანს, რომელიც დაგვეხმარა იმაში, რომ ფესტივალისთვის კარგად მოვმზადებულიყავით და ღირსეულად წარვმდგარიყავით ჩინელი მსმენელის წინაშე.

ემოციებმა მოლოდინს გადააჭარბა. ყველაფერი გააკეთეს ჩვენმა მასპინძლებმა იმისთვის, რომ როგორც ხელოვანებს თავი ძალიან კარგად გვეგრძნო. რეპეტიციებზე ძალა არ დავზოგეთ და საქართველო მართლაც ღირსეულად წარვადგინეთ. ჩინელი ხალხის აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, ისინი ქართული მუსიკით აღფრთოვანდნენ.

ბედნიერები ვართ, რადგან ასეთი მაღალი შეფასება მივიღეთ. ოპერის თეატრმა ჩინეთიდან მადლობის წერილი მიიღო და ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია იმისთვის, რათა შემდეგი კონცერტებისთვის მზადება გავაგრძელოთ.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0