გვანცა ზაქარეიშვილი: „ფინალისტების ვინაობა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ცნობილი. „ვაჟა მანიას კვარტეტი“ (ვაჟა მანია — ვოკალი), პაპუნა შარიქაძე — ფორტეპიანო, გიორგი კაპანაძე — დასარტყამი ინსტრუმენტი და გიორგი კიკნაძე — კონტრაბასი) იმ შემსრულებელთა შორის მოხვდა, რომელთაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს. წელს კონკურსის ჟიურის წევრები LENNY WHITE, RANDY BRECKER და MIKE STERN პრესტიჟული მუსიკალური
როგორც კონკურსის ბრენდ-ამბასადორი თეა გრიგოლაშვილი ამბობს, შესაძლოა, ფესტივალი საქართველოშიც გაიმართოს.
„მოხარული ვარ, რომ წელს პირველად კონკურსს ქართველი მონაწილეებიც შეუერთდნენ: ვაჟა მანიას კვარტეტი და მაია ბარათაშვილი თბილისის ბიგ-ბენდის თანხლებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში კონკურსში მონაწილეობაა მთავარი, თუმცა პირადად ჩემთვის დიდად სასიხარულო იქნება, თუ სამ გამარჯვებულ კონკურსანტს შორის ქართველი მონაწილეებიც აღმოჩნდებიან. ამასთანავე მინდა მოგახსენოთ, რომ MADE IN NEW YORK JAZZ FESTIVAL-ის ჩატარდება საქართველოშიც იგეგმება“.
ჯაზ-კონკურსი MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION ჯერ მხოლოდ 3 წელია, რაც მსოფლიო მუსიკალურ პლატფორმაზე გამოჩნდა და მის ანგარიშზე უკვე 2,5 მილიონი ატვირთული ვიდეო, 30 000 დარეგისტრირებული ჯაზის მუსიკოსი და კონკურსის ათობით მონაწილეა მსოფლიოს 55 ქვეყნიდან. მსმენელების და ჟიურის წევრების ხმების დაჯამების შედეგად ყოველწლიურად ვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც სხვადასხვა ჯილდოს მოპოვების გარდა, შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გალა-კონცერტში, რომელიც ტრადიციულად მაისის ბოლოს, ნიუ-იორკში, TRIBECA PERFORMING ARTS CENTER-ში იმართება. შემდგომ MADE IN NEW YORK JAZZ FESTIVAL მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყნებში იწყებს.