ეუთოს თავმჯდომარე საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას გაეცნო

© FB / Созар Субари სებასტიან კურცი და სოზარ სუბარი
სებასტიან კურცი და სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეუთოს თავმჯდომარე სებასტიან კურცი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე იმყოფებოდა.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ეუთოს თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი პარასკევს ცხინვალის რეგიონის მეზობლად მდებარე სოფელ შავშვებში იძულებით გადაადგილებულ პირებს  შეხვდა. 

სებასტიან კურცი - Sputnik საქართველო
ეუთოს თავმჯდომარე საქართველოს ეწვევა

ცხინვალის რეგიონი, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიას წარმოადგენს. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა და ამ რეგიონებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა.

 „ჩვენი მთავარი მიზანი ამ ხალხის მხარდაჭერა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. ამ პროცესში ეუთოს წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს გუნდს — ავსტრიის მთავრობასა და საერთაშორისო განვითარების ავსტრიის სააგენტოს ყველა აქტივობისთვის, იმისათვის, რომ ამ ადამიანებზე ზრუნავენ, მადლობა მინდა გადავუხადო“, —  განაცხადა სებასტიან კურცმა.

 უცხოელ სტუმარს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ახლდა, რომელმაც მას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იქ მცხოვრები ადამიანების მდგომარეობის შესახებ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებისკენაა მიმართული. 

პასპორტი - Sputnik საქართველო
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი: სად შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გამგზავრებას

 კურცი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს ღამით ჩამოვიდა. მან უკვე გამართა შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. მოლაპარაკებების ძირითადი თემა იყო საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთოს როლი და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები.

ვიზიტის ფარგლებში ეუთოს თავმჯდომარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრაში მონაწილეობს.

წელს 25 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც საქართველო ეუთოს წევრი გახდა. ეუთო არის თანათავმჯდომარე ჟენევის მოლაპარაკებებში, ასევე მონაწილეობს ინციდენტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრებში, რომელიც გალსა და ერგნეთში იმართება.

 საქართველო აქტიურად ცდილობს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის აღდგენას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომელიც 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ დაიბლოკა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0